|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ოთარ ქანდარიას საიუბილეო გამოფენა გაიმართება

ქუთაისში ოთარ ქანდარიას საიუბილეო გამოფენა გაიმართება. ღონისძიება 8 დეკემბერს მხატვრის სახელოსნოში გაიმართება. სახელოსნო, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობს, ოჯახის ძალისხმევით მიმდინარე წელს შეკეთდა და საგამოფენო სივრცედ გადაიქცა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ოთარ ქანდარიას ნახატები. 

გამორჩეული მხატვარი ოთარ ქანდარია  1937 წლის 8 დეკემბერს ქუთაისში დაიბადა.  მის შემოქმედებაში ქუთაისს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. საქართველოს დამსახურებული მხატვარი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე, მუშაობდა დაზგურ და წიგნის გრაფიკაში. აქვს გრაფიკული სერია „ქართული ისტორიული ძეგლები“.  "ჟღერს ქვის ჰარმონია" -ამ სახელწოდებით 2006 წ. გელათის სამონასტრო კომპლექსის დაარსების 900 წლისთავთან დაკავშირებით, ამ სერიის საუკეთესო ნიმუშები გამოვიდა ალბომად. მისი გაფორმებულია 200-ზე მეტი წიგნი.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა