|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში რეზო ჩხეიძის სახელობის კინოდარბაზი იხსნება

ხვალ ქუთაისში  რეზო ჩხეიძის სახელობის კინოდარბაზი იხსნება.

დარბაზი ყოფილ კინო „საქართველოს“ შენობაში დაიწყებს ფუნქციონირებას.

 ინფორმაცია საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გრიგოლ ქობალიანმა გააჟღერა. მისი თქმით, დარბაზი ხვალ დაიწყებს მუშაობას.  გაიმართება  რეზო ჩხეიძის იუბილისადმი მიძღვნილი ფილმების ჩვენება, რომელზეც დასწრება  უფასო იქნება. 

ცნობილი კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე წლების განმავლობაში ქუთაისში ცხოვრობდა. 

გასულ წელს საკრებულომ განიხილა ინიციატივა ერთ-ერთი ქუჩისთვის რეზო ჩხეიძის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა