|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში რუსთაველის გამზირის ნაწილი ერთი თვით გადაიკეტება

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო, პრესის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან, გამარჯვების მოედნამდე, დროებით შეიზღუდება სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, მოძრაობა შესაძლებელი იქნება მ.ლაღიძის ქუჩის გავლით ბარათაშვილის ქუჩაზე, რომელიც რუსთაველის გამზირს გამარჯვების მოედანთან შეუერთდება.

ბარათაშვილის ქუჩის ბოლოდან, რუსთაველის მე-9 და ბარათაშვილის მე-7 შესახვევამდე მოძრაობა ორმხრივი იქნება.
ქალაქის ცენტრის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი გახდება ბარათაშვილისა და ამავე ქუჩის მე-7 შესახვევიდან.
 
სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას გველესიანისა და ნოდარ დუმბაძის ქუჩის კვეთამდე შეძლებენ გრიშაშვილის მიმართულებით. აღნიშნულ პერიმეტრზე მოძრაობა ცალმხრივი იქნება.
 
შეზღუდვა დაახლოებით ერთი თვე გაგრძელდება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა