|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქალაქის ცენტრში ამ გზას ვერ ხედავენ?"- რუსთაველის ქუჩაზე გზის საფარის მოწესრიგებას ითხოვენ

ქუთაისში რუსთაველის ქუჩის მცხოვრებლები "პრესის სახლის" წინ არსებული გზის საფარის მოწესრიგებას ითხოვენ.

"ყოველი წვიმის შემდეგ ადგილზე გაუსაძლისი მდგომარეობაა, გავლა შეუძლებელი ხდება.  ქალაქის ცენტრალური ნაწილია, მე აქ ვცხოვრობ და სახლის ფასადის შეღებვა რომ დამჭირდა, ძეგლთა დაცვის სამინისტრო ჩაერია, ორი კვირა ნებართვას ველოდებოდით, რომ ფასადი შემეღება და ამ გზას ვერ ხედავენ?", -აცხადებს ადგილობრივი თამუნა ქობულაძე.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ტერიტორია კერძო საკუთრებაა და მას ქალაქი ვერ გააკეთებს.

 ე.წ. "პრესის სახლი" ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, თუმცა შენობაში სხვადასხვა ორგანიზაციებია განთავსებული. 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე