|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საახალწლო განათების მონტაჟი დაიწყო

ქუთაისში საახალწლო სამზადისი დაიწყო. ქუჩების საახალწლო მანათობელი ფიგურებით მოწყობის და საახალწლო დეკორაციების მონტაჟი უკვე მიმდინარეობს. მონტაჟდება გირლიანდები. ქალაქში წელს ორი ნაძვის ხე იქნება. ერთი უკვე დამონტაჟდა ე.წ. რეაბილიტირებულ უბანში, მეორე კი თეატრის წინ განთავსდება. სამუშაოებისათვის  მერიამ 49 250 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

მიმწოდებელი ვალდებულია ქუჩების საახალწლო მანათობელი ფიგურებით მოწყობისათვის, საახალწლო დეკორაციების შესყიდვა-მონტაჟი განახორციელოს 2016 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით. შეძენილი ნივთები უნდა იყოს ახალი. ასევე თანხაში შედის მორთულობის მონტაჟი, რისთვისაც ტექნიკა თავად კომპანიამ უნდა უზრუნველყოს.

წელს ქუთაისში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა