|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საახალწლო მზადება დაიწყო

ქუთაისის მერია ქალაქის  საახალწლო მორთულობისთვის ემზადება. ქუჩების საახალწლო მანათობელი ფიგურებით მოწყობის და საახალწლო დეკორაციების შესყიდვა-მონტაჟისთვის მერიამ 49`250 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

მიმწოდებელი ვალდებულია ქუჩების საახალწლო მანათობელი ფიგურებით მოწყობისათვის, საახალწლო დეკორაციების შესყიდვა-მონტაჟი განახორციელოს 2016 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით. შეძენილი ნივთები უნდა იყოს ახალი. ასევე თანხაში შედის მორთულობის მონტაჟი, რისთვისაც ტექნიკა თავად კომპანიამ უნდა უზრუნველყოს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი