|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საფიჩხიის სასაფლაოზე საფლავები გაძარცვეს

ქუთაისში სასაფლაოების ძარცვის ფაქტები გახშირდა- ამის შესახებ "ნიუპრესს" დაზარალებული ოჯახის წარმომადგენელმა აცნობა. მისი თქმით, სასაფლაოებიდან იპარავენ საფლავის ქვებს, მეტალის ნივთებს და კონსტრუქციებს.

ქალაქის მერიის შპს-ში ,,ქართული ტრადიციები 2011“ საფლავების ძარცვის 2 ფაქტის შესახებ ადასტურებენ ინფორმაციას.  

"28 იანვარს, შპს ,,ქართული ტრადიციები 2011-ის“  მიერ, მის დაქვემდებრებულ საფიჩხიის სასაფლაოზე  მესაფლავემ დააფიქსირა გაძარცული სასაფლაო, მოპარული იყო ჯ.თ-ს საფლავის ბიუსტი.  29 იანვარს,  ამავე სასაფალოს მიმდებარე ტერიტორიაზე, დაკრძალულის ოჯახის წევრების მხრიდან  კიდევ ერთ საფლავზე დაფიქსირდა ქურდობის ფაქტი, აქაც დაიკარგა ბიუსტი. შპს-მ  მოიძია  დაკრძალული პიროვნების ოჯახი და ასევე, აღნიშნული ფაქტი აცნობა შსს-ს ქუთაისის განყოფილებას", -განაცხადა  შპს "ქართული ტრადიციები 2011"-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსმა სპეციალისტმა მაია ყუფარაძემ.

ორივე ფაქტს შსს-ს ქუთაისის მე-2 განყოფილება იძიებს.

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 258-ე მუხლით დაიწყო, რაც მიცვალებულთა უპატივცემულობას გულისხმობს.

 

 

 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი