|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სამხედრო სამსახურის შენობაში ხანძარი გაჩნდა

ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურის შენობაში ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი დილის საათებში შენიშნეს. 

სახანძრო-სამაშველო სამსახური დაცვის თანამშრომელმა გამოიძახა.

ხანძარი ლოკალიზებება მოხერხდა, თუმცა მთლიანად დაიწვა სამხედრო სამსახურის უფროსის მოადგილის სამუშაო ოთახი. 

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. თუმცა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, ელექტრო სადენები გახდა.

სამხედრო სამსახური ადმინისტრაციული შენობის გვერდით მდებარე შენობის, მეოთხე სართულზეა განთავსებული. ამ შენობაში ასევე ფუნქციონირებს ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების და ააიპ კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ადმინისტრაციები, ასევე მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგის კაბინეტი.

ავტორი: ნიუპრესი