|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "საქართველოს განვითარების ფონდის" ოფისი გაიხსნა

"საქართველოს განვითარების ფონდი" რეგიონალური ოფისების გახსნას აგრძელებს.  ორგანიზაციის დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ, დღეს ოფისი ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე გახსნა. ქუთაისის ოფისს კობა ჩიხლაძე  უხელმძღვანელებს.

პაატა ბურჭულაძის განცხადებით, ფონდი საქართველოს დღევანდელი მდგომარეობის გამო შეიქმნა, მისივე განმარტებით,  რეგიონებში არის კატასტროფული სიტუაცია , რომელიც  სასწრაფოდ არის   გამოსასწორებელი.   რაც შეეხება ფონდის პარტიად გარდაქმნას,  ეს,  მისი თქმით,   სამი თვის შემდეგაა შესაძლებელი.

"მთავრობას წარვუდგენთ  ჩვენს  რეკომენდაციებს და თუ არ მოხდა მისი მიღება და გათვალისწინება, ამ შემთხვევაში ფონდი პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება", –განაცხადა პაატა  ბურჭულაძემ.

ქუთაისის საზოგადოებასთან შეხვედრა  სასტუმრო "ბაგრატში" ამ წუთებში მიმდინარეობს.

 ორგანიზაციის ოფისები უკვე გაიხსნა თელავში, ახალციხეში, ოზურგეთში, რომელთაც დღეს ქუთაისი დაემატა. მომდევნო  რეგიონალური ოფისი ხვალ,  ბათუმში გაიხსნება.  

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა