|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სასულიერო პირი მეცხრე ვაჟის მამა გახდა

მამა ნიკოლოზის (ჟურავსკი) მეცხრე ვაჟი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და საკრებულოს დეპუტატმა ნიკოლოზ ლატარიამ სამშობიარო სახლში მოინახულეს.  მრავალშვილიანი ოჯახი ერთჯერად და ყოველთვიურ ფულად დახმარებას მერიისგან მიიღებს. 
როგორც მრავალშვილიანი დედა,  შორენა დოგრაშვილი  ყვება, 2006 წელს, როცა მხოლოდ ოთხი შვილი ჰყავდათ, წყალტუბოში ჩამობრძანებული იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც დალოცა მამა ნიკოლოზის ოჯახი და უთხრა: " ოთხი შვილი კარგია, მაგრამ თორმეტი უკეთესიაო".  მათ  პატრიარქის  ნათქვამი მინიშნებად აღიქვეს და დღეს უკვე ცხრა ვაჟის მშობლები არიან.  თომას, რომელიც ახლახანს დაიბადა, რვა ძმა - მათე, მარკოზი, ლუკა, იოანე, იაკობი, პეტრე, პავლე, ანდრია ჰყავს. 
 მამა ნიკოლოზი  მისი მეუღლე 12 მოციქულის სახელზე კიდევ 3 ვაჟის გაჩენას გეგმავენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა