|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილი შეცვლილი სვლაგეზით იმუშავებს

ქუთაისში მოძრავი რამდენიმე სამარშრუტო ხაზის სვლაგეზი შეიცვლა. საუბარია ავტოქარხანაში მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებზე.

მერიის ტრანსპორტის განყოფილების უფროსის ირაკლი ცხვედიანის ინფორმაციით, ტრანსპორტს, რომლებიც ავტომშენებლის მიმართულებით მოძრაობდა,  700 მეტრით  მოუწია სვლაგეზის დაგრძელება. მისი თქმით, ცვლილება ააიპ სპეცილაური სერვისების გამო განხორციელდა.

"მოსახლეობას და ასევე ააიპ 'სპეციალურ სერვისებში" დასაქმებულ 500 თანამშრომელს 700 მეტრის გავლა ფეხით უწევდა, ამიტომ მოხდა ცვლილება. ავტობუსები და მიკროავტობუსები, რომლებიც ავტომშენებლის ქუჩამდე მოძრაობენ,  დამატებით გადაადგილდებიან. 4 და 25 ნომერი ავტობუსები და 15, 16, 25 და 100 მიკროატობუსები.

 აქამდე, ხელშეკრულება არსებობდა, ამის ფარგლებში ვერ ვახდენდით ცვლილებას. ხელშეკრულებებს გაუვიდა ვადა და შევიდა ცვლილება"-განაცხადა ირაკლი ცხვედიანმა.

მისი თქმით, მარშრუტის გაზრდა ტრანსპორტის მნიშვნელოვან დაგვიანებას არ გამოიწვევს და სავარაუდოდ, მხოლოდ 40 წამი იქნება ცვლილება. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა