|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სოციალურად დაუცველ ბავშვებს "მეიჯერელ საქართველომ" სასწავლო ნივთები გადასცა

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მეიჯერალ საქართველო ქუთაისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაეხმარა. 50 ბავშვს, რომელთა ასაკობრივი კატეგორია 6-დან 18 წლის ჩათვლით არის, აუცილებელი სასკოლო ინვენტარი: ჩანთები, კალმები, ფანქრები საანგარიშო, მოძრავი ანბანი და ა.შ კომპანიამ ქუთაისის ოფისის ტერასაზე მოწვეულ მშობლებთან და სტუმრებთან ერთად საზეიმოდ გადასცა.

ღონისძიების ინიციატორი ქუთაისში არსებული ქართულ-გერმანული ცენტრი იყო, რომელსაც “მეიჯერალ საქართველოსთან” პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებს.
ღონისძიებას ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე დაესწრო, ასევე ბენეფიციარები მშობლებთან ერთად. ,,მეიჯერელ საქართველოს" გუნდმა ბავშვების გართობაზეც იზრუნა, სპეციალურად მოწვეულმა ანიმატორებმა მათ მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა შესთავაზეს.

„მეიჯერალ საქართველოს CSR ძირითადად მიმართულია განათლების და განვითარების კუთხით და ეხმარება სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებს რათა მიიღონ საჭირო მომსახურება. კომპანიის მთავარი მესიჯია „ორიენტირებული მომავალზე“ - Driven to go further და შესაბამისად, „ჩვენი მიზანიც და მოქალაქეობრივი პასუხისმებლობა ორიენტირებულია ხელი შევუწყოთ პატარებს შეიქმნან უკეთესი მომავალი“, - აცხადებენ კომპანიაში.
პროექტი მეიჯერალ საქართველომ და ქართულ-გერმანულმა ცენტრმა ქუთაისის სოციალური სამსახურის აქტიური მხარდაჭერით განახორციელა.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა