|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სოციალური გადარჩენისა და თანადგომის ფონდის შექმნას ითხოვენ

ქუთაისის საკრებულოს ლეიბორისტმა წევრმა სამსონ გუგავამ საკრებულოს სხდომაზე სოციალური გადარჩენისა და თასნადგომის ფონდის შეიქმნა მოითხოვა. გუგავას განცხადებით, ფონდის მიზანი სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარება იქნება.

"ჩვენ ვნახეთ რომ შესაძლებელია ეკონომია. ადმინისტრაციული ხარჯები 2 მილიონი შემცირდა, კარგი იქნება ეს თანხა სოციალურ პროგრამებში ჩავდოთ და ადამიანებს ცივი ზამთრის გატანაში დავეხმაროთ"-, განაცხადა გუგავამ.

მან აღნიშნული საკითხის დღის წესრიგში ჩამატება მოითხოვა.

ინიციატივა მოიწონა საკრებულოს თავმჯდომარემ. დავით დვალის განცხადებით, რიგგარეშე სხდომაზე ახალი საკითხის დამატემა ვერ მოხდება. მან გუგავას საკითხის მომდევნო სხდომაისათვის მომზადება ურჩია.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი