|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სუპერმარკეტი "დეილი" დააყაჩაღეს

ქუთაისში, სულხან-საბას დასახლებაში სუპერმარკეტი "დეილი" დააყაჩაღეს.

შემთხვევა 20 ნოემბერს, დილის 5 საათზე მოხდა. სუპერმარკეტის თანამშრომლების განმარტებით, მარკეტში 4 ნიღბიანი იყო შესული, რომლებსაც დანა ჰქონდათ. მათივე თქმით, სალაროდან წაღებულია 4 000 ლარამდე თანხა, ასევე ალკოჰოლური სასმელები და სიგარეტი. 
"ეტყობოდათ, რომ ახალგაზრდები იყვნენ, ფიზიკური შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებიათ, დანის მუქარით მოახერხეს თანხის გატანა," - ამბობენ სუპერმარკეტ "დეილის" თანამშრომლები.

 

ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი