|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სწრაფი გადახდის აპარატის ქურდობის ფაქტზე ერთი პირია იდენტიფიცირებული

ქუთაისში გუშინ ასათიანის ქუჩაზე  ღამის საათებში სწრაფი გადახდის აპარატი მოიპარეს. პოლიციამ ტერიტორიაზე არსებული ვიდეოთვალის ჩანაწერი უკვე ამოიღო. 

"მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანან პირები, რომლებიც აპარატს ხსნიან და შემდეგ ურიკის დახმარებით მიაქვთ.

 შინაგან საქმეთა სამინისტრო  ფაქტს ადასტურებს, უწყების ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სს კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. ამ დროისათვის იდენტიფიცირებულია ერთი პირი.

არსებულ ინფორმაციას, რომ ქურდობის ფაქტი კომენდანტის საათის მოქმედების დროს მოხდა, პოლიციაში არც უარყოფენ და არც აკონკრეტებენ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა