|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში თოჯინების თეატრის საერთაშორისო ფესტივალის ჩატარებას ითხოვენ

ქუთაისში თოჯინების თეატრის საერთაშორისო  ფესტივალის ჩატარებას ითხოვენ, ამის შესახებ ინიციატივა გუშინ კულტურის განყოფილების  2015 წლის ანგარიშის  წარადგინაზე გაჟღერდა. ინიციატივას მხარს უჭერს  საკრებულოს  კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ირმა პეტრიაშვილი. მისი თქით, აღნიშნული ინიციატივის განხორციელება ძალიან საინტერესო და კარგი იქნება ქუთაისისთვის.

"ძალიან კარგი იქნება, თუ   ეს ინიციატივა განხორციელდება. ერთის მხრივ ქალაქი უფრო გამოცოცხლდება, გახალისდება, იქნება კარგი სანახაობა ქუთაისელებისთვის და არა მარტო მათთვის.  კარგი იქნება ასევე ეკონომიური თვალსაზრისითაც. იმედი მაქვს ჩაეყრება საფუძველი აღნიშნული ინიციატივის განხორციელებას",- აღნიშნა  ირმა პეტრიაშვილმა. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა