|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"წყლის მილები, რომელიც ქუთაისში გაიყვანეს, ჯანმრთელობისთვის საშიშია" [VIDEO]

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია თურქული კომპანია "smk"-ს, რომელსაც ქუთაისში წყლის  მილების გაყავს, საქმიანობის გამოძიებას მოითხოვს.

მისი თქმით, კომპანია უხარისხო მილებს  ამონტაჟებს, რის გამოც ხდება ერთი და იგივე ადგილის რამდენჯერმე შეკეთება, ასევე წულაიას ინფორმაციით, მილები ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერებებს შეიცავს. ის თურქული კომპანიის წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადების შეტანას გეგმავს.

"მაქვს ინფორმაცია, რომ წყლის 60% უაზროდ იღვრება. რიონს მიაქვს ჩვენი ფულები, ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ  მილები რომლითაც ხელისუფლება წყალგაყვანილობას ცვლის არის უხარისხო და ამიტომაც უწევთ ერთი და იმავე ადგილის მრავალჯერ შეკეთება. ეს უხარისხო მილებია, შეიცავს ორგანიზმისთვის მომწავლავ ნივთიერებებს. მივმართავ პროკურატურას, დროულად გამოიძიონ თურქული კომპანიის საქმიანობა,  ასევე გამოიძიონ, ვინ გაამარჯვებინა მას ტენდერში",-განაცხადა წულაიამ. 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა