|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ყვავილების გამოფენა–გაყიდვიდან შემოსული თანხა "ბერი ანდრიას" ფონდში გადაირიცხება

ქუთაისში, ტურიზმის ცენტრის მიმდებარეთ ყვავილების გამოფენა–გაყიდვა გაიმართება.

ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათის არის, შემოსული თანხის ნაწილი გადაირიცხება "ბერი ანდრიას" ფონდში, სარეაბილიტაციო სახლის მშენებლობისთვის.

გამოფენა–გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება ჰოლანდიური ყვავილების რამდენიმე სახეობა. ღონისძიება 21 სექტემბერს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე მოეწყობა.

ღონისძიებას  ყვავილების მაღაზია „ფლორა ვესტლანდი“ აწყობს.

შეგახსენებთ, "ბერი ანდრიას სახელობის ფონდს“ თბილისში მიწის ნაკვეთი გადაეცა, სადაც  სიმსივნით დაავადებულ ბავშვებისათვის სარეაბილიტაციო სახლის მშენებლობა იგეგმება.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა