|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ორი მორიგე საბავშვო ბაღი იმუშავებს

ქუთაისში ზაფხულზე ორი მორიგე საბავშვო ბაღი იმუშავებს.

ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის, ნანა ლორთქიფანიძის განცხადებით, 23 ივნისიდან 28 ივლისის ჩათვლით.

ქუთაისს მოემსახურება N8 ფილიალი (სულხან-საბას ქ # 63ა) და  N14 ფილიალი, (ტყაბლაძის ქ. #3) ბაღები.
რეგისტრაცია იწარმოებს ამავე ფილიალების ადმინისტრაციაში 19 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით.

ჯამში, ბაღები 500 ბავშვს მოემსახურება.

მშობლებს  ინფორმაციისთვის შეუძლიათ მიმართონ  ააიპ ქ.ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ცხელი ხაზზე : 25 37 01

 

არსებული ინფორმაციით, მორიგე ბაღის ფუნქციონირება კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, რაც თანხების ნაკლებობას უკავშირდებოდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა