|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ზაქარია ფალიაშვილის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება

დღეს ქუთაისში ზაქარია ფალიაშვილის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები დაიწყო. მეორიალურ სახლ-მუზეუმში შეხვედრა გაიმართა, სადაც კომპოზიტორის შემოქმედებასა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
 ღონისძიებას ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი მერაბ კვიცარიძე, ა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწებულებათა გაერთიანების“ მმართველი ვაჟა ჯუღელი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
 საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე, საკრებულოს დეპუტატმა მერაბ კვიცარიძემ  მუზეუმს ზაქარია ფალიაშვილზე შექმნილი წიგნი გადასცა საჩუქრად, რომელიც მონოგრაფიული ნაშრომია კომპოზიტორის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. წიგნში ვრცლად არის ასახული ფალიაშვილის მოღვაწეობა.
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა