|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ზაზა ფაჩულია სპორტულ დარბაზს ხსნის

ქუთაისში, კინო "საქართველოს" შენობის  მეოთხე სართულზე  სპორტული კლუბი გაიხსნება.

"ნიუპრესის" ინფორმაციით, სპორტულ დარბაზს ქართველი კალათბურთელი ხსნის. ზაზა ფაჩულიას უკვე აქვს მოლაპარაკებები შენობის მფლობელთან და სამუშაოებიც მიმდინარეობს. შენობის მეოთხე სართულზე, რომელიც არის იზოლირებული, მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების დარბაზი, სადაც შესაძლებელი იქნება ვარჯიში სხვადასხვა ასაკის მსურველთათვის.

დარბაზი აღჭურვილი იქნება TechnoGym-ის სავარჯიშო მოწყობილობებითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით, კლუბის გუნდი კი პროფესიონალი, სერტიფიცირებული მწვრთნელებისგან იქნება დაკომპლექტებული, რომლებიც კლიენტებს შესთავაზებენ ყველაზე თანამედროვე მიდგომებს ფიტნესის ინდუსტრიიდან. გარდა სავარჯიშო დარბაზისა, კლუბში იქნება კრივის დარბაზიც, ასევე ჯგუფური ვარჯიშებისა და იოგას ზონები.

ზაზა ფაჩულაისთან სპორტული კლუბების სფეროში მსოფლიოში წამყვანმა კომპანია Snap Fitness-მა რამდენიმე ხნის წინ  ხელშეკრულება გააფორმა. 
ამერიკელ და ქართველ პარტნიორებს შორის შეთანხმებული საინვესტიციო გეგმის შესაბამისად, 18 თვის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით კიდევ ცხრა კლუბი გაიხსნებოდა, სავარაუდოდ, მათ შორის არის ქუთაისი. დარბაზი უახლოეს მომავალში გაიხსნება.

რაც შეეხება კინო 'საქართველოს" ის მესამე სართულზე განთავსებული, წარმოდგენილია 6 დარბაზი და კაფეები. რა იგეგმება და რა მომსახურებას სთავაზობს კინო "საქართველო" ქუთაისელ მომხმარებელს სრული ინფორმაცია იხილეთ "ნიუპრესზე".

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი