|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

,,ქუთგანათების სერვისის" ხელმძღვანელად მერიის სამსახურის ყოფილი უფროსი დაინიშნა

ქუთაისის მერიაში შექმნილი ახალი ააიპის ხელმძღვანელად მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსი დაინიშნა. მალხაზ ბასილაძის განცხადებით, მან მერისგან შეთავაზება გამოცდილების გამო მიიღო.

"სამსახურის უფროსის პოსტიდან წასვლაზე განცხადება საკუთარი სურვილით დავწერე, რადგან ქალაქიდან ვაპირებდი წასვლას. ამავდროულად, მერმა ახალ ააიპში მუშაობა შემომთავაზა, რადგან ამ მიმართულებით გამოცდილება მქონდა. დავთანხმდი, ის საქმე, რაც დაგეგმილი მქონდა ქალაქგარეთ, არ გამოვიდა, ამიტომ ჩავიბარე ახალი ააიპი და დავიწყე მუშაობა, გარკვეული გამოცდილება მაქვს ამ მიმართულებით, 2004 წლიდან ვკურირებდი გარეგანათების საქმეს",-განაცხადა მალხაზ ბასილაძემ. 

კითხვაზე, საჭირო იყო თუ არა  გარეგანათებისთვის ცალკე ააიპის შექმნა, აცხადებს, რომ ააიპით მობილიზებულად მოხდება ყველაფერი, ვიდრე ეს ტენდერით კეთდებოდა.

"გაცილებით მობილიზებული იქნება მუშაობა, მართვა და მონიტორინგი, ხარჯებიც შემცირდება. თუ ნახავთ და შეადარებთ ტენდერის და ააიპის ხარჯს, 400 000 ლარით ნაკლებია ააიპის ხარჯი. ახლა ხდება საოფისე ტექნიკის შეძენა, შემდეგში აღარ იქნება შესაძენი და შემცირებული ხარჯის ოდენობა გაორმაგდება", -აცხადებს ბასილაძე. ის არ იზიარებს შენიშვნას თანამშრომელთა გაზრდილი ოდენობის შესახებ და ამბობს, რომ 42 თანამშრომელი საჭიროა, რადგან ააიპში ოთხი განყოფილებაა და გარეგანათებას საგზაო ნიშნები, მონიშვნითი ხაზები და შუქნიშები დაემატა.

,,ქუთგანათების სერვისი" ქუთაისის მერიამ წელს შექმნა, რომლის ბიუჯეტიც 3 463 000 ლარია. ააიპის შექმნა უკვე გახდა პროტესტის მიზეზი, არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მერიამ ააიპის შექმნით ბიზნესს განვითარების შესაძლებლობა არ მისცა. 

უკვე დაიწყო ააიპის თანამშრომლების დანიშვნა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ააიპის პრესსამსახურის უფროსად ჟურნალისტი თეა ჯანგავაძე დაინიშნა. 

 

"ააიპში 42 თანამშრომელი დასაქმდება, ადრე ამ სამუშაოებს 27 თანამშრომელი ასრულებდა"

ქუთაისის მერიამ ახალი ააიპისთვის 3 463 000 ლარი გამოყო 

"ტენდერი შეწყდა მას შემდეგ, როცა ვნახეთ, ვინ იყვნენ მონაწილეები"

ქუთაისის მერიამ "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი" დაარღვია

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა