|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქვეყანას 4 მილიონი ვაქცინის დოზა სჭირდება - თამარ გაბუნია

მოსახლეობის 60% იყოს ვაქცინირებული ქვეყანას 4 მილიონი ვაქცინის დოზა სჭირდება,  -  ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

გაბუნიას თქმით, სექტემბრიდან ვაქცინების არჩევანს “ნოვავაქსი” და ასევე „ჯონსონი და ჯონსონი“ დაემატება.

„ზოგადად, ჩვენ გვჭირდება 4 მილიონამდე ვაქცინის დოზა, რომ მოზრდილი მოსახლეობის 60 % ვაქცინირებული იყოს. ამ დოზების რაოდენობის უდიდესი ნაწილი უკვე დაგეგმილი და განსაზღვრულია, მოწოდების ვადები ზუსტდება და ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე აქტიური კამპანიის გახსნა გვექნება, როგორც „სინოვაკის“, „სინოფარმის“, „ასტრაზენეკას“, „ფაიზერის“ და შედარებით უფრო მოგვიანებით, სექტემბრიდან გვაქვს მოლოდინი, რომ “ნოვავაქსი” და ასევე „ჯონსონი და ჯონსონი“ დაემატება ჩვენს არჩევანს, რომელიც „კოვაქსის“ პლატფორმიდან შეგვიძლია მივიღოთ“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით,  1-ელი აცრა ჩატარებული აქვს 147 000 ადამიანს,  ორივე კი - 75 000 ადამიანს.

  

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა