|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქვიშხეთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულები ქუთაისიდან არიან

ხა­შუ­რი­დან ბორ­ჯო­მის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე (ქვიშ­ხეთ­თან) ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხ­და, რის შე­დე­გა­დაც ოთხი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, მათ შო­რის სამი ბავ­შვია.

ნიუპრესის ინფორმაციით, დაღუპულები ქუთაისიდან, ერთი ოჯახიდან არიან. ავ­ტო­მო­ბილ­ში 5 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მძღო­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ბავ­შვე­ბი კი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნის შემ­დეგ და­ი­ღუპ­ნენ.  

ბავშვების დედას, რომელსაც წყლიდან ამოყვანის დროს გულის გაჩერება დაუფიქსირდა, ხაშურის საავადმყოფოში გული აუმუშავდა. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია დაახლოებით 40 წლის მამაკაცი და სამი მცირეწლოვანი 12, 10 და 8 წლის, ორი ბიჭი და ერთი გოგონა.

შსს-ს ცნო­ბით, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე-8 ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ორი ან ორზე მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მძღოლ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა და მდი­ნა­რე­ში გა­და­ვარ­და.

ფოტო:დიანიუსის

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა