|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობის ვადები არ შეცვლილა"

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალი 2019 წლის დასაწყისში გაიხსნება და მგზავრების სამჯერ უფრო მეტ ნაკადს მიიღებს - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ პრესსამსახურში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, პროექტში გარკვეული ცვლილებები შევიდა, თუმცა ვადები არ შეცვლილა. 

„ამჟამად ქუთაისის საერთაშორისო ტერმინალის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. რკინა-ბეტონის სამუშოები თითქმის დასრულებულია. განახლებული ტერმინალი 2019 წლის დასაწყისში, აეროპორტის სრული რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ გაიხსნება და ერთდროულად სამჯერ მეტ მგზავრს მიიღებს. პროექტი გაფართოვდა, თუმცა ვადები არ შეცვლილა. როგორც იყო დაგეგმილი მშენებლობის დასრულება, იმ ვადებში დასრულდება. ბოლო პერიოდში ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი საგრძნობლად გაიზარდა, რამაც ტერმინალის გაფართოება უფრო მეტად საჭირო გახადა“, - განმარტავენ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“.

მათივე ინფორმაციით, აეროპორტს ექვსი გასასვლელი ექნება და საათში 1000 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს.

“ტერმინალის დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UN Studio-ს ეკუთვნის. აეროპორტის განვითარების ანალიზი კი, IATA ქონსალთინგის მიერ არის გაკეთებული, რომელმაც ყველა იმ მომსახურების სტანდარტი განსაზღვრა, რასაც აეროპორტი უნდა აკმაყოფილებდეს. აეროპორტს 6 გასავლელი ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ საათში 1000 – 1100 მგზავრის 

 

შუფერხებლად გატარებას შეძლებს. ახალი ტერმინალის მთლიანი ფართი 24 176 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ქუთაისის აეროპორტში ამ ეტაპზე 440 ადამიანია დასაქმებული, აეროპორტის მშენებლობის დასრულების შემდეგ მათი რიცხვი გაიზრდება“, - აცხადებენ ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ქუთაისის აეროპორტის მეორე ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით ტენდერი 2017 წლის 26 ივლისს გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულ სამშენებლო კომპანია „ანაგსა“ და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ შორის ხელშეკრულებას ხელი გასული წლის 31 აგვისტოს მოეწერა. აქტიური სამშენებლო პროცესები კი სექტემბრიდან დაიწყო. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 26 423 967,74 ლარს შეადგენს. 

ქუთაისის აეროპორტში დამატებითი ტერმინალის მშენებლობის მიზეზად მგზავრთნაკადის ზრდა დასახელდა. ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ოფიციალური სტატისტიკით, 2017 წელს ქუთაისის აეროპორტი 405 173 მგზავრს მოემსახურა, 2016 წელს კი - 271 363 მგზავრს. შესაბამისად, 2017 წელს ქუთაისის საეთაშორისო აეროპორტში 2016 წელთან შედარებით მგზავრთნაკადი 49,31%-ით გაიზარდა, ხოლო 2015 წელთან შედარებით - 121%-ით.

რაც შეეხება 2018 წლის პირველ კვარტალს, წელს 3 თვეში მგზავრთნაკადი 15%-ით გაიზარდა. თუ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 67,892 მგზავრს მოემსახურა, წელს ამ მაჩვენებელმა 78, 020 მგზავრი შეადგინა. 


  წყარო: bpn.ge 

 
 
 
 
 
 
 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა