|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ქონებას ფლობს ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი?

„ნიუპრესი“ აგრძელებს საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციის გამოქვეყნებას.

ამ ჯერზე გთავაზობთ საქართველოს მეცხრე მოწვევის მაჟორიტარი დეპუტატების დეკლარაციას. კონკრეტულად კი, ქუთაისის #47-ე ოლქის დეპუტატის, გენადი მარგველაშვილის ქონებრივ მდგომარეობას.

გენადი მარგველაშვილი დაიბადა ქუთაისში 1968 წელს. მის სახელზეა რეგისტრირებული თბილისში, ყაზბეგის გამზირზე 18 და 120.90 კვ.მ ფართის ბინები და 94.67 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი. ასევე წყალტუბოში, სოფელ პატრიკეთში 1835.00 კვ.მ ფართობი.

მეუღლე ფლობს 109.98 კვ.მ ბინას და  107.00 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართს ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე.

ოჯახის სახელზე არ არის რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდები, მათ ანგარიშზე ირიცხება გარკვეული თანხა სხვადასხვა ბანკებში.

რაც შეეხება სახელფასო ანაზღაურებას, გენადი მარგველაშვილმა #41 საჯარო სკოლის დირექტორის პოსტზე მიიღო 17665.25 ლარი, დეპუტატის ანაზღაურება კი 5300.00 ლარი. მეუღლემ მარინა ჭეიშვილმა მეორე საჯარო სკოლის მასწავლებლის პოზიციაზე მიიღო 300 ლარი. შვილმა ანი მარგველაშვილმა კინგსის ტესტების ავტორთა ჯგუფის წევრობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სტაჟიორობისთვის  მიიღო 11 704. 64  ლარი მიიღო.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა