|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ქონებას ფლობს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ?

"ნიუპრესი" აგრძელებს  თანამდებობის  პირთა ქონებრივი დეკლარაციის გამოქვეყნებას. ამჯერად ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის დავით დვალის ქონებრივ დეკლარაციას გაგაცნობთ.

დავით დვალს ყავს  მეუღლე, სალომე გურეშიძე და ორი ვაჟი, თეიმურაზი და გიორგი.  დვალის სახელზე რეგისტრირებულია ორი საცხოვრებელი - 120 კვ.მ და 90 კვ.მ ფართი ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე. მისი მეუღლის, სალომე გურეშიძის სახელზე რეგისტრირებულია საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი ვანის რაიონში, ასევე მიწის ნაკვეთი ოზურგეთში, შეკვეთილში.

 დავით დვალის შემოსავალს შეადგენს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის  მიღებული ანაზღაურება - 15 346 ლარის ოდენობით. მას დეკლარაციაში  ასევე მითითებული აქვს ქუთაისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეობისთვის მიღბული ანაზღაუება - 13 234 ლარის ოდენობით და  სსიპ-ზურაბ ჟვანიას სახელობის მოწვეული ლექტორის  საზღაური  1600 ლარი. 

 ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს დეკლარაცია შევსებული აქვს 2015 წლის 15 სექტემბერს.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა