|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა თანხა დაიხარჯა ქუთაისის მერისა და ვიცე–მერების მივლინებებში?

"ნიუპრესი" დაინტერესდა,  მიმდინარე წელს ქუთაისის მერმა და ვიცე–მერებმა რამდენი მივლინება განახორციელეს და რა თანხა დაიხარჯა სამივლინებო ხარჯებისათვის ბიუჯეტიდან.

გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციით, ირკვევა, რომ ქუთაისის მერი შოთა მურღულია წელს მივლინებით საზღვარგარეთის 6 ქვეყანაში იმყოფებოდა: ჩეხეთში,  გერმანიაში, ლატვიაში, უნგრეთისა და ხორვატიის რესპუბლიკაში და  ისრაელში. ქვეყნის გარეთ სამივლინებო ხარჯებისათვის მერმა 4063. 34 ლარი დახარჯა, რაც შეეხება ქვეყნის შიგნით განხორციელებულ მივლინებებს ამისათვის 165 ლარი გამოიყო. ქალაქის მერმა  16  მივლინება განახორციელა თბილისში

ქუთაისის პირველმა ვიცე–მერმა ნოდარ მიქიაშვილმა 7 მივლინება განახორციელა თბილისში, ერთიც თურქეთში, რისთვისასც 443. 73 ლარი დაიხარჯა.

ქუთაისის მერის მოადგილემ კონსტანტინე ქავთარაძემ  5 მივლინება განახორციელა თბილისში, ერთ–ერთი  ლიტვის რესპუბლიკასა და  უკრაინში.  ქვეყნის გარეთ სამივლინებო ხარჯებმა 3 045,83 ლარი შეადგინა ქვეყნის შიგნით კი 75.

ჯამში მიმდინარე წელს მერის და ვიცე–მერების განხროციელებულ მივლინებებში ქუთაისის ბიჯეტიდან 7792.9 ლარი დაიხარჯა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა