|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"უწესოება ქუთაისში" - რატომ ჩამოართვეს სამართალდამცველებს იარაღი?

რა ხდება მაშინ, როდესაც ქუჩაში შეიარაღებული ხალხია? -ზოგჯერ სამართალდამცველები თავად ხდებიან დასაცველები.

"ნიუპრესი" თავის რუბრიკაში 100  წლის წინ ქუთაისში მომხდარ ფაქტს გაგაცნობთ. მომხდარის შესახებ 1917 წლის პრესაში ამოვიკითხეთ. აი, რას წერს "ჩვენი მეგობარი". 

ბაღის ქუჩაზე „ტრახტირში“ შეკრებილ ჯარისკაცები ბანქოს თამაშობდნენ, რასაც ჩხუბი მოყვა, საქმეში კი „მილიციონერები“ ჩაერივნენ, რაც ჯარისკაცებმა იუკადრისეს.

„თავი ანებეს ურთიერთ შორის ჩხუბს და მილიციონერებს დაესიენ: ახადეს თოფები, რევოლვერები და ცემით წამოიყვანეს მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოსაკენ. მათ გზაში უერთდებოდნენ სხვა ჯარისკავები და ვინც შეხვდებოდათ მილიციონერთაგან, ყველას იარაღს ხდიდნენ და აპატიმრებდნენ".  ქალაქში ჯარისკაცების სხვადასხვა ჯგუფები შეუდგნენ მილიციონერების განიარაღებას. 

როგორც გაზეთი იუწყება, არავინ იცის, როგორ დამთავრდებოდა ეს ამბავი, საქმეში მაშინდელი ქუთაისის პოლიტიკური ლიდერები რომ არ ჩარეულიყვნენ.  

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე