|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რაც აქამდე წვალება გავიარე, ღმერთის წყალობით, ყველაფერი დამიფასდა"

რაც აქამდე წვალება გავიარე, უამრავი ტრამვა, ღმერთის წყალობით, ყველაფერი დამიფასდა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.  როგორც მქონდა ჩაფიქრებული, ყველაფერი ისე დამთავრდა. დიდი მადლობა ყველა ჩემს გულშემატკივარს",- განაცხადა ლაშა ტალახაძემ აეროპორტში,  სადაც ის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდა.

მას აეროპორტში გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ.

შეგახსენებთ, ლაშა ტალახაძემ ამერიკის ქალაქ ანაჰაიმში მსოფლიოს ჩემპიონატი მსოფლიო რეკორდებითა და ჩემპიონობით დაასრულა. მან ატაცში 210, 215 და 220 კილოგრამი დაძლია, აკვრაშიც სამივე ცდა გამოიყენა (243, 250, 257) და ჯამში 477 კილოგრამით მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. მან თავისივე რეკორდი 4 კილოგრამით გააუმჯობესა. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა