|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რაც ახლა ხდება ზუგდიდში, ეს არის კრიმინალებთან ხელისუფლების ლოიალური დამოკიდებულების შედეგი"

რაც ახლა ხდება ზუგდიდში, ეს  არის კრიმინალებთან ხელისუფლების ლოიალური დამოკიდებულების შედეგი. ამის შესახებ  ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ანი წითლიძემ „newpress“-თან საუბრისას  განაცხადა.

 მისი თქმით, ახლა მთავარია, სპეცოპერაცია უსისხლოდ დასრულდეს.

„ახლა ნომერ პირველი ამოცანაა,  რომ  მძევლები მშვიდობიანად გათავისუფლდნენ და  არ მოხდეს სისხლისღვრა.  ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი. საფრთხეშია ჩვენი თანაქალაქელების  სიცოცხლე.  ეს არის წარმოუდგენელი რამ, რაც ახლა ხდება ზუგდიდში. ამ სიტუაციამ 90-იანი წლები გაახსენა ყველას. „ქართული ოცნების“ ხელში ზუგდიდი ნარკომანების,  კრიმინალების და ბარიგების ქალაქად არის ქცეული.   ეს არის კრიმინალებთან ხელისუფლების ლოიალური დამოკიდებულების შედეგი.   როდესაც კრიმინალებს, ყაჩაღებსა და ძველ ბიჭებს იყენებ საარჩევნოდ, მათთან შემდეგ მორალურ  პასუხისმგებლობაზე საუბარი უშედეგოა. ამიტომ ბედავენ ამას, რომ ქალაქის ცენტრში ეს შეუძლიათ გააკეთონ და არ აქვთ შიში,  რომ პასუხს აგებენ“-გაბაცხადა ანი წითლიძემ.

 მისი თქმით, სამართალდამცველებმა უნდა გასცენ პასუხი, თუ როგორ გახდა შესაძლებელი ქალაქის ცენტრში ასეთი დანაშაული.

„სამართალდამცველებმა უნდა გვითხრან, როგორ ხდება, რომ ქალაქის ცენტრში, სადაც არის უშიშროების სამსახური, წინ გამგეობის შენობა და 800 მეტრში პოლიციის შენობა მოხდეს ასეთი რამ,  შეიჭრას შეიარაღებული  პირი ბანკის შენობაში და მძეცვლად აიყვანოს ადამიანები? „-აცხადებს წითლიძე.

შეგახსენებთ, ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი თავდამსხმელისაგან მძევლების გათავისუფლების სპეცოპერაციის მზადება მიმდინარეობს.

 

ავტორი: ნიუპრესი