|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რამაზ ბუდაღაშვილმა გარდაბანში მცხოვრებ პატარებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა, გარდაბანში მცხოვრებ პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით ქ. გარდაბანში ახალგაზრდობის პარკში და სოფელ მარტყოფში თვითნასწავლი მხატვრების და სტუდია "ყველა-ფერის" მოსწავლეთა ფერწერული ნამუშევრები გამოიფინა, ასევე მოეწყო ასფალტზე ხატვის აქტივობა.

"ვფიქრობ, ყოველი დღე ბავშვებს და მომავალ თაობას ეკუთვნის. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ვულოცავ, ჩვენ პატარებს. თითოეულ მათგანს ბედნიერ და ლაღ ბავშვობას ვუსურვებ"- რამაზ ბუდაღაშვილი

ავტორი: ნიუპრესი