|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის თვითმმართველობაში 8 შშმ პირი მუშაობს

საჯარო სამსახურის ბიუროს ანგარიშით, საჯარო სამსახურში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სულ 24 ადამიანია დასაქმებული.

აქედან 5 სამინისტროებში, ერთი სხვა სახელმწიფო დაწესებულებაში, 18 კი თვითმმართველობებში. შევეცადეთ დაგვედგინა რამდენი შშმ პირია დასაქმებული ქუთაისის თვითმმართველობაში და მასთან დაქვემდებარებულ აიპიებში, ასევე რა პირობებით მოხდა მათი აყვანა.

მერის ადმინსტრაციული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თვითმმართველობასა და მასთან დაქვემდებარებულ სამსახურებში ჯამში 8 შშმ პირი მუშაობას. ეს ადამიანები შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმდნენ. "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად  გამომდინარე, მათი ვინაობა არ გაგვიმხილეს.

8-დან არცერთი შშმ  პირი არ მუშაობს საკრებულოში, ორი პირია დასაქმებული უშუალოდ მერიაში, ერთი ააიპი  ბაგა-ბაღების, ერთიც კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებაში, უკეთესი შედეგია  სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში, სადაც ოთხი შშმ პირი მუშაობს.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების პრობლემაა, როგორც სახელმწიფო უწყებებში, ასევე კერძო სექტორში.

           

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა