|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რატომ შეჩერდა სამუშაოები ტაბიძის ქუჩაზე? - ქუთაისის მერიაში განმარტებას აკეთებენ

ქუთაისის ტაბიძის ქუჩაზე შეჩერებული ინფრასტურქტურული სამუშაოების შესახებ მერიაში განმარტებას აკეთებენ.

"ტაბიძის ქუჩაზე სამუშაოებს ასრულებს შპს "ჯეო სერვისი", რომელსაც დაქირავებული ყავს კონტრაქტორი ფირმა. კონტრაქტორი ფირმა აღნიშნულ ქუჩაზე აწარმოებდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ამ ორ კომპანიას შორის წარმოიშვა გაურკვევლობა, თუმცა საკითხების გარკვევაში ჩართულია ქალაქის მერია და უახლოეს პერიოდში გადაწყდება პრობლემა. ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს სამუშაოები. არსებობს მოსაზრებები, თითქოს და ქალაქის მერიამ არ გადაიხადა თანხა და ამიტომ შეჩერდა მუშაობა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს", - განაცხადა ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ბექა ყურაშვილმა.

შეგახსენებთ, შეწყვეტყილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ  "ნიუპრესმა" ინფორმაცია გუშინ გაავრცელა.  

არსებული ინფორმაციით, მუშებს ხელფასებს არ უხდიან, რაც სამუშაოები შეწყვეტის მიზეზი გახდა. 

"ნიუპრესის" ინფორმაციით, სამუშაოების შემსრულებელი კომპანია "ჯეო სერვისი" გაკოტრდა და დაკისრებულ ვალდებულებას ვერ ასრულებს, რის გამოც შესაძლოა, ტენდერის განმეორებით გამოცხადება გახდეს საჭირო. 

 

"ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე სამუშაოები ხელფასების გადაუხდელობის გამო შეჩერებულია"

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა