|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რატომ არ ისმის საქართველოს ხმა?"

"რატომ  არ ისმის საქართველოს ხმა მსოფლიო ისტორიაში? მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებში თითქოს არც ვარსებობდეთ, ასეთი დამოკიდებულება აქვს ეგრედწოდებულ პირველ სამყაროს და სწორედ  ეს არის  ჩვენი უხმოობით გამოწვეული პრობლემა“,- განაცხადა ფილოსოფოსმა  გიორგი მაისურაძემ ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახლმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე, სადაც  თემაზე: "ევროპული ისტორიისა და პოლიტიკის განაპირას:  რატომ უნდა ისმოდეს საქართველოს ხმა?"  დისკუსია  გაიმართა.

მონაწილეებმა  დასავლურ ცივილიზაციაში საქართველოს ადგილისა  და როლის შესახებ ისაუბრეს.  რა ადგილს გვანიჭებენ  ჩვენ და სად და როგორ ვხედავთ თავად საკუთარს თავს? საკითხზე თავიანთი  მოსაზრებები  გამოთქვეს ასევე საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის  დირექტორმა ირაკლი ხვადაგიანმა და  ქუთაისელმა მხატვარმა ლია უკლებამ.

მათ ყურადღება საზოგადოებაში არსებულ კულტურულ და ცივილურ ღირებულებებზე გაამახვილეს. ირაკლი ხვადაგიანის აზრით,  ქართველებს თავად არ აქვთ   ჩამოყალიბებული კონკრეტული ღირებულებები. 

 შეხვედრა დებატების რეჟიმში გაგრძელდა. 

შეხვედრა, რომელიც  ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით წარიმართა, ჟურნალისტ ქეთი ბერძენიშვილს მიჰყავდა.

ავტორი: მარუსა ხურციძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა