|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რეზო გაბრიაძის მოთხრობებზე შექმნილი მულტფილმი „ოსკარის“ სიაში მოხვდა

ქუთაისელი მწერლის რეზო გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით შექმნილი მულტფილმი „ჰარი-ჰარალე, დედაო!“, „ოსკარის“ ნომინანტებს შორის, საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მულტფილმების კატეგორიის ჩამონათვალში მოხვდა.

მულტფილმი „ჰარი-ჰარალე, დედაო!“ 2018 წელს მწერლის, რეჟისორისა და მხატვრის რეზო გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით შეიქმნა.

სურათის რეჟისორი ლევან გაბრიაძეა. ანიმაციურ ფილმს ინგლისურ ენაზე “REZO” ჰქვია და „ოსკარის“ ნომინანტთა სიაშიც სწორედ ამ სახელითაა.

"ოსკარის" სიაში ახლა 32 სრულმეტრაჟიანი მულტფილმია, „შორთლისტი“ კი 2020 წლის 13 იანვარს გამოქვეყნდება.

 

 

 

marketer.ge

ავტორი: ნიუპრესი