|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რიონის ხეობის მცველები ხეობაში შესვლას ხვალიდან შეძლებენ

გუმათში რკინის ჯებირები აიღეს. ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე გაჟღერებული მოთხოვნებიდან სამი უკვე შესრულდა.

ხეობაში აღარ არის რკინის ჯებირები, ხეობას დატოვებს პოლიციის ნაწილი და აქტივისტებს ნამოხვანში გადაადგილება შეეძლებათ.

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეების თქმით, ხეობაში ხვალიდან შევლენ.

რაც შეეხეება გრძელვადიან მოთხოვნებს, ისინი ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები შეჩერებას მოითხოვენ, რისთვისაც მედიაციის პროცესს გააგრძელებენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი