|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ღირსების მანიფესტაციას" ქუთაისიდან 400-მდე ადამიანი შეუერთდა

"ღირსების მანიფესტაციას"  ქუთაისიდან "ნაციონალური მოძრაობის" 400-მდე წარმომადგენელი შეუერთდა, - ამის შესახებ "ნიუპრესს" გიგა შუშანიამ განუცხადა.

"ეს არის ღირსების მანიფესტი, რადგან თითოეული ჩვენგანის ღირსების საქმეა, ხმამაღლა გამოვეხმაუროთ იმ მოვლენებს, რაც ამ დღეებში კიევში მოხდა, ასევე შევახსენოთ საქართველოს მთავრობას, რომ ოლიგარქიული მმართველობა მალე დასრულდება. შეუძლებელია, თავისუფლებისთვის ბრძოლა ვინმემ შეაფერხოს და ეს ბრძოლა აუცილებლად ქართველი და უკრაინელი ხალხის გამარჯვებით დასრულდება",- განაცხადა ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის' თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ.

აქციის მონაწილეებმა მსვლელობა რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიდან დაიწყეს და  მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ,  სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი მიტინგი გაიმართა.

ავტორი: ირინა მაკარიძე