|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რატომ არ ხსნიან ქუთაისში საახალწლო განათებებს?

ქუთაისის ქუჩებში საახალწლო  მორთულობა ამ დრომდე რჩება. მიზეზი ადგილობრივ თვითმმართველობასა და მიმწოდებელს შორის არსებული დავაა.  ტენდერში გამარჯვებული ინდმეწარმე მერიამ   სამუშაოების უხარისხოდ შესრულების გამო  დააჯარიმა. ცუდად შესრულებული სამუშაოების გამო, ინდმეწარმე, კობა ჯღარკავამ  ტენდერით გათვალისწინებული თანხაც ვერ მიიღო. როგორც „ნიუპრესისთვის“ გახდა ცნობილი  მერიასა და მიმწოდებელს შორის არსებულმა  დავამ  სასამართლოში გადაინაცვლა.

მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ქალაქში დარჩენილი განათებების ჩამოხსნის საკითხი, სასამართლოს გადაწყვეტილებაზე არის დამოკიდებული. თუკი სასამართლომ განაჩენი მერიის სასარგებლოდ გამოიტანა, ამ შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს განათებების ჩამოხსნა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ვალდებულება ქალაქის მერიას დაეკისრება.

სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მერიამ განათებები გამორთო.

შეგახსენებთ, ადგილობრივმა თვითმმართველობამ ქალაქის საახალწლო მორთულობისთვის  49 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებულმა ინდ. მეწარმემ  სამუშაოების ხარვეზებით შესრულების გამო მერიიდან პირველ ეტაპზე გაფრთხილება მიიღო, შემდეგ კი დაჯარიმდა.

  

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა