|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ დავზოგოთ ელექტროენერგია?

"აუცილებელია, ვიცოდეთ, რომ ყველა ტექნიკა გამოირთოს ჩამრთველში და არასაჭირო დროს გამოირთოს  განათება"- განაცხადეს დღეს  ქუთაისში  გამართულ შეხვედრაზე, რომელიც მერების შეთანხმების ოფიციალური მხარდამჭერის "ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო" ორგანიზებით  "მდგრადი ენერგეტიკის დღის" ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე ენერგოეფექტურობის შესახებ ინფორმაცია  სხვადასხვა დაწესებულებების წარმომადგენლებს მიაწოდეს. მათ შორის იყვნენ ბაღებისა და სკოლების წარმომადგენელები, თვითმმართველობის და იუსტიციის სახლების თანამშრომელები. 

ორგანიზაცია "ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს" წარმომადგენელმა ელენე გვილავამ განმარტა, რომ ღონისძიება ემსახურება ცნობიერების ამაღლებას, თუ როგორ უნდა მოხდეს საზოგადოებრივ დაწესებულებებში ელექტროენერგიის დაზოგვა.

"მთავარია,  მოხდეს ცნობიერების ამაღლება,  საზოგადოება მიეჩვიიოს ენერგიის დაზოგვას.  ამისთვის აუცილებელია, ვიცოდეთ, რომ ყველა ტექნიკა გამოირთოს ჩამრთველში და არასაჭირო დროს გამოირთოს  განათება. ამით მნიშვნელოვნად მოხდება შემცირება ენერგიის მოხმარების.  ჩვენ ვცდილობთ, ეს დავიწყოთ საბავშვო ბაღებიდან, რომ ყველა ბავშვმა იცოდეს, უნდა  ჩააქროს შუქი და დახუროს კარი", - განაცხადა ელენე გვილავამ.

პროექტის ფარეგლებში ქუთაისის მასშტაბით შეირჩევა ხუთი ბაღი და ხუთი სკოლა, სადაც მოხდება ენერგოეფექტურობის  კვლევა, ასევე მონიტორინგი ჩატარდება ქუთაისის მერიაში.  ამის შემდეგ მოხდება გაზომვა,  თუ რა ოდენობის ელექტორენერგიას მოიხმარს და რა რაოდენობის სითბურ გაზებს გამოყოფენ გარემოში აღნიშნული შენობები.

შეხვედრას ქუთაისის მერიის ეკომონიკის სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი ესწრებოდა, რომლის განცხადებითაც, შეხვედრა პროექტს "ენერგომენეჯმენტი საზოგადოებრივ შენობებში" კვირეულის ფარგლებში ტარდება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. შეხვედრა საქართველოს დიდ ქალაქებში იმართება.

პროექტი დაფინანსებულია დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო დახმარების სააგენტოს მიერ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.35%
გაუარესდა - 50.51%
არ შეცვლილა - 14.14%
სულ - 99 ხმა