|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სექსუალობისადმი დამოკიდებულება ეპოქების მიხედვით იცვლებოდა"

 ოჯახისა და საქორწინო ურთიერთობების, სექსუალობის, გენდერული როლების მიმართ  დამოკიდებულების ცვლა  იყო მთავარი თემა დისკუსიის, რომელიც ქუთაისში, ჩაის სახლში "ფოე ფოე" ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით  გაიმართა.

საკითხთან დაკავშირებით ისაუბრეს ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) წარმომადგენელმა ეკა აღდგომელაშვილმა და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენელმა ლიკა ჯალაღანიამ. 

"სექსულობისადმი დამოკიდებულება ეპოქების მიხედვით იცვლებოდა. რეპრესიული დამოკიდებულება გაჩნდა იუდაიზმში, საიდანაც ის მემკვიდრეობით მიიღო ქრისტიანობამ და მუსლიმმა. ქრისტიანობა სექსუალობის მიმართ მკაცრი და აგრესიული გახდა მეთერთმეტე საუკუნეში. მას ერესი ეწოდება,  რომელიც ჯერ დანაშაულად გამოცხადდა, შემდეგ  საუკუნეებში კი მედიცინის კვლევის საგანი გახდა", - განაცხადა ეკა აღდგომელაშვილმა.   როგორც  მან აღნიშნა, სექსუალური რევოლუციის პირველი ტალღა იწყება მეოცე საუკუნის ოციან წლებში, რამაც განსაკუთრებული განვითარება ჰპოვა ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ წლებში, თუმცა ეს დამოკიდებულება რამდენიმე წელში შეიცვალა, რასაც თავისი მიზეზები ჰქონდა.

ლიკა ჯალაღანიას თქმით, სხვადასხვა ეპოქების, მათ შორის საბჭოთა და ფაშისტური რეჟიმების დროს ფომოსექსუალობაზე ხაზგასმით იდეოლოგიის წარმოება ხდებოდა და დღესაც ამ ინერციით საზოგადოება საკმად ფომოფობიური რჩება.


დისკუსიის შემდეგ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის (სოგი) საფუძველზე დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და ლგბტი პირთა უფლებრივი თანასწორობის მიღწევის შესახებ დეკლარაციის დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა. 

დისკუსია  ხორციელდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის, ლგბტი სოლიდარობის ქსელი სომხეთსა და საქართველოში ფარგლებში.

 

 

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა