|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ მოვუაროთ სწორად "ფულის ხეს"

მატერიალური კეთილდღეობა რომ მარტოოდენ მუყაით შრომაზე არაა დამოკიდებული, ამას ალბათ ბევრი ჩვენგანი აცნობიერებს. შრომის გარდა, საჭიროა კიდევ იღბალი და საჭირო დროს საჭირო ადგილზე მოხვედრა.

თუმცა ამ უკანასკნელ ფაქტორს ხშირად ბედისწერა განაპირობებს. მაშ, რა ვქნათ, როცა ძალიან გვინდა, ჩვენს ცხოვრებაში სტაბილური შემოსავალი მოვიზიდოთ და შემდგომ ამისა, ეს შემოსავალი მზარდად ვაქციოთ ან შევინარჩუნოთ? რუსი ასტროლოგი ვასილისა ვოლოდინა პრაქტიკულ რჩევას გვაძლევს ამ მხრივ. ეს რჩევა კი ყველასთვის ნაცნობ ე.წ. ფულის (ჯუჯა) ხეს შეეხება. ბევრისგან გამიგია წუწუნი, ვიყიდე, გავახარე და ხეირი მისგან მაინც არ მინახიაო. თურმე ნუ იტყვით, ფულის ხეს მორწყვა-გადარგვასთან ერთად სპეციალური მიდგომა ესაჭიროება საიმისოდ, რომ მან თქვენს ცხოვრებაში ბარაქა და ფულადი შემოდინება უზრუნველყოს.

1. არასოდეს შეიძინოთ "ფულის ხე" მაღაზიაში ან გზაზე მდგარ ყვავილების გამყიდველთან. საქმე იმაშია, რომ ამ მცენარეს ჩანასახშივე ესაჭიროება ენერგეტიკული მუხტი, რომელსაც იგი მდიდარ ოჯახში იღებს. ამიტომ გეყოთ სითამამე და მდიდარ, შეძლებულ მეგობარ-ნაცნობებს სთხოვეთ "ფულის ხის" ნერგი, ან სულაც მალულად მოატეხეთ ტოტი მათ სახლში გახარებულ მცენარეს.

ვოლოდინა ამბობს, რომ ასეთი "შენაძენი" სამომავლოდ სტაბილურ ფინანსებს გპირდებათ - ასე ვთქვათ, "გადმოიყოლებს" იგი წინა ოჯახისთვის დამახასიათებელ ხვავსა და ბარაქას თქვენს ოჯახში.

2. ქოთანში, რომელშიც "ფულის ხეს" ჩარგავთ, მის უშუალო გადარგვამდე მოამზადეთ სპეციალური ნიადაგი - ჩათესეთ მასში სამი რკინის მონეტა. მხოლოდ ამის შემდგომ მიუჩინეთ ქოთნის უშუალო მფლობელს დამსახურებული ადგილი. ფულის ენერგეტიკას "ფულის ხე" ფესვებიდანვე აიღებს, რაც სამომავლოდ თქვენს ფინანსურ კეთილდღეობას წაადგება.

 

marao.ge

ავტორი: ანი ლიპარიშვილი