|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ ვაკეთოთ მეტი ნაკლები რესურსით - ნაბიჯები მწვანე ეკონომიკისკენ

 როგორ უნდა მოახერხოს მცირე ბიზნესის მფლობელმა ბიზნესგანვითარების გრძელვადიანი გეგმის ამუშავება, როდესაც მისთვის უმთავრესი საფიქრალი ბიზნესის გადარჩენაა? ამ შეკითხვას საქართველოში მცირე ბიზნესის მფლობელები ხშირად უსვამენ საკუთარ თავს.

თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, სამსართულიან შენობაში სამუშაო მაგიდასთან 41 წლის ავთო ჯვარშეიშვილი ზის. ერთ დროს ექიმმა, ძველი პროფესია უკან მოიტოვა და საავტომობილო ზეთის მწარმოებელ კომპანია EcOil-ს  ჩაუდგა სათავეში. ჯვარშეიშვილის თქმით, კომპანია ძრავისა და სამრეწველო ზეთების ერთადერთი ადგილობრივი მწარმოებელია საქართველოში. EcOil-ს  ზეთებით ადგილობრივი მომხმარებლის 2-3%-ს ამარაგებს, ბაზრის დანარჩენი წილი კი იმპორტირებულ პროდუქტზე მოდის. კომპანიას სურს, რომ პოტენციური მომხმარებლების 30% მოიცვას, მაგრამ ფინანსური სირთულეებიდან გამომდინარე ეს მიზანი ჯერაც მიუღწეველია.

EaP GREEN  პროექტის ექსპერტებისგან EcOil-ისთვის გაცემულმა რეკომენდაციებმა, რომლებიც ენერგიისა და რესურსის შემცირებას ეხებოდა, შესაძლოა შეცვალოს მოცემული სიტუაცია. რესურსეფექტური და სუფთა წარმოების (RECP) კონცეფცია მხარდაჭერილია  UNIDO-ის მიერEaP GREEN პროგრამის ფარგლებში. რეკომენდაციებს შორის, რომლებიც კომპანიამ გაითვალისწინა, იყო გაცხელებული ზეთის მასალების მილგაყვანილობის შემოკლება დათერმული იზოლაცია, დიდი ოდენობით ენერგიის მომხმარებელი ძრავის მოცულობების შემცირება და ძველი ტექნოლოგიების განახლება. ამ ცვლილებების შედეგად EcOil-მა უკვემოახერხა ენერგიაზე დანახარჯების შემცირება.

„ჩვენ შევძელით ბუნებრივი აირის მოხმარების 7-10%-ით შემცირება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი მიზანი 300 000 ლიტრი ზეთის წარმოებაა, რასაც დიდი მოცულობით ენერგორესურსი სჭირდება, მოხმარების 10%-ით შემცირებამ გადამწყვეტი გავლენა იქონია. რაც შეეხება ელექტროენერგიას, როგორც წესი, ჩვენ მას დიდი ოდენობით არ მოვიხმართ, მაგრამ მაინცმოვახერხეთ მოხმარების 3-5%-ით შემცირება“, - ამბობს ჯვარშეიშვილი.

 
 

დახარჯული თანხების ამოღების საშუალო პერიოდი 1.5-დან 2 წლამდე მერყეობს, მაგრამ ზოგიერთი ბიზნესმენი ჯერ ისევ ყოყმანობს, გამოიყენოს თუ არა ეს მეთოდოლოგია“, - ამბობ სადეიშვილი. უპირველეს ყოვლისა, ამის მიზეზი ის არის, რომ ისინი ტრადიციულ მეთოდებს იყენებენ, ხოლო ტრადიციის შეცვლა ადვილი არ არის. მეორე მიზეზი არის ის, რომ მათ იციან დანაკარგების შესახებ, მაგრამ არასდროს დაუთვლიათ, კონკრეტულად რა ზარალს ნახულობენ. მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ვერ გაუმკლავდებიან ძვირადღირებული ენერგოეფექტური მიდგომების დანერგვას, რადგან ბაზარზე გადარჩენაზე არიან კონცენტრირებული. ზოგიერთ შემთხვევაში პრობლემა სწორედ ესაა, მაგრამ ევროკავშირი დახმარებას უწევს მცირე საწარმოებს, რათა ცვლილებების განხორციელება შეძლონ.

TMT Ltd,  რომელიც კასპის რაიონში 1960 წლიდან დაკონსერვებულ პროდუქციას აწარმოებს, ერთ-ერთი კომპანიაა, რომელმაც  EaP GREEN-ისგან ენერგიისა და რესურსების ეფექტურად გამოყენებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები მიიღო. კომპანიის დირექტორის, თამაზ მერებაშვილის თქმით, ყველა რეკომენდებული ცვლილების განხორციელების შემთხვევაში კომპანია მოხმარებული ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის რესურსების 50%-მდე დაზოგავს, მაგრამ კომპანიას ფინანსების არქონის გამო, ამგვარი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობა არ აქვს.

„ასეთი ინვესტიციის განხორციელება რომ შემეძლოს, წარმოება გაოთხმაგდება და გახუთმაგდება კიდეც. შემოსავლები მილიონებამდე მოიმატებს, - ამბობს მერებაშვილი, - მაგრამ, მე არ მაქვს ტექნოლოგიებში ინვესტირებისთვის საჭირო თანხები“.

ადეიშვილი დასძენს, რომ იმ საწარმოების 50%-ში, რომლებმაც პროექტთან ითანამშრომლეს, მიღებული რეკომენდაციების ნაწილი უკვე გაითვალისწინეს. მისი გამოცდილებით, საქართველოში მომუშავე მცირე საწარმოები მხოლოდ ფინანსურ მოგებაზე ფიქრობენ და აქედან გამომდინარე, სოციალური პასუხისმგებლობა, როგორიცაა, გარემოს დაბინძურების შემცირება, მეორეხარისხოვანი ხდება.

გარემოზე ზეგავლენის შემცირება და ენერგოეფექტურობის უკეთესი განრიგის შემუშავება ის მიზნებია, რომელთა მიღწევაზე პასუხისმგებლობაც საქართველომ სხვადასხვა საერთაშორისო შეთანხმების ფარგლებში აიღო. მათ შორისაა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, ენერგეტიკული გაერთიანების შეთანხმება და პარიზის შეთანხმება კლიმატის ცვლილების შესახებ. ენერგეტიკის სამინისტრო უკვე ამუშავებს ენერგოეფექტურობის ეროვნულ სამოქმედო გეგმას, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა გამოქვეყნდეს. 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი ოთხ ძირითად სფეროს მოიცავს - ტრანსპორტი, ენერგეტიკა, მშენებლობა დაინდუსტრია. სამინისტროს მონაცემებით, ენერგოეფექტურობის გამოყენებით სექტორული რეფორმებით  2020 წლისთვის მისაღწევი მიზნის 36% შესრულდება.

სამინისტროს მიერ გაერო-ისევროპის ეკონომიკურიკომისიისთვის  (UNECE) წარდგენილიდოკუმენტის შესაბამისად, საქართველო გეგმავს დაზოგვის ღონისძიებები ინდუსტრიის სფეროში განახორციელოს. ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რა ფორმით განხორციელდება ეს პროგრამები, მაგრამ სამინისტრო გეგმავს დანაზოგი განათებაში გააკეთოს, როგორიცაა ქუჩის განათება, კომერციული და საცხოვრებელი შენობები და საჯარო შენობები, რამაც 2020 წლისთვის დაგეგმილი დანაზოგის 7% უნდა შეადგინოს.

სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და ალტერნატიული ენერგიის დეპარტამენტის უფროსი, მარიტა არაბიძე ამბობს, რომ მაშინ, როდესაც სამინისტრომ ბიზნესსექტორში გარკვეული გამოწვევები აღმოაჩინა, კერძო სექტორი მაინც ნაკლებად არის პრიორიტეტული, რადგან უკეთესი ენერგოეფექტურობა ბიზნესისთვის ნაკლებ ხარჯს ნიშნავს. მისი აზრით, პირველი ნაბიჯები საჯარო სექტორში სიტუაციის გაუმჯობესებისთვის უნდა გადაიდგას, რათა ბიუჯეტში თანხები დაიზოგოს.

„ჩვენ კერძო სექტორისთვის ბევრის ახსნა არ გვჭირდება. მათ კარგად ესმით, რომ ენერგია ფული ღირს“, - ამბობს არაბიძე.

ამჟამად საქართველოში არ არსებობს ზუსტი მონაცემები ქვეყნის მასშტაბით არსებული ფტორირებული სათბური აირების ემისიების მოცულობის შესახებ. საქართველოს გარემოსდაცვის სამინისტროს მტკიცებით, სიტუაცია უახლოეს წლებში შეიცვლება, რადგან ასოცირების ხელშეკრულება ქვეყანას ავალდებულებს, შექმნას რეგისტრაციის სისტემა ყველა იმ დანადგარისთვის, რომლებიც ასეთ აირებს გამოყოფენ. ეს პროცესი 2021 წლისთვის უნდა დასრულდეს, მანამდე კი საქართველოს მხოლოდ ვარაუდით შეუძლია გამოთვალოს ემისიის პოტენციური მოცულობა იმ იმპორტირებული მასალების ოდენობის გათვალისწინებით, რომლებიც ამგვარ აირებს გამოყოფს.

კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმების ხელმოწერით საქართველომ აიღო ვალდებულება, 2030 წლამდე ემისიები 15-25%-ით შეამციროს. გარემოს დაცვის სამინისტროსმონაცემებით, 2013 წელს საქართველოში ემისიები 16,391 ათას ტონა CO2-ის ექვივალენტს უტოლდებოდა. ენერგეტიკის სექტორი ამ მხრივ ლიდერი იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით ემისიების 56%-ით. საერთო ემისიების მხოლოდ 20% მოდიოდა ინდუსტრიულ სექტორზე. ამავდროულად, ეს მონაცემი არ შეიცავდა ემისიებს, რომლებსაც საწარმოების მიერ ენერგიის მოხმარება იწვევს. მესამე ადგილზე სოფლის მეურნეობის სექტორი იყო ემისიების 16%-ით; ხოლო მეოთხე ადგილზე ნარჩენების გადამუშავების სექტორი - 8%-ით.  

გარემოს დაცვის სამინისტროს ინტეგრირებული მენეჯმენტის დეპარტამენტის კლიმატის ცვლილების განყოფილების უფროსი სპეციალისტი, კახაბერ მდივანი ამბობს, რომ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რეგულაციები ქართულ ბიზნესს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეხება, თუკი ინდუსტრიის სექტორში არსებული ემისიები მაღალი იქნება. ამავდროულად, ეს მონაცემები ფაქტობრივად მინიმალურია ენერგეტიკის სფეროსთან შედარებით, რომელიც ამჟამად რეგულაციების მთავარი სამიზნეა.

„ენერგეტიკის სექტორში არსებული ემისიების შემცირება უდიდეს სარგებელს მოგვიტანს შეთანხმების პირობების შესრულების კუთხით“, - ამბობს მდივანი.

თუკი ამ სექტორში ემისიები წარმატებულად შემცირდება, საწარმოები ამ კუთხით ბევრი ვალდებულების დაწესებას აღარ უნდა ელოდონ. როცა სახელმწიფო მხოლოდ ახლა იწყებს ამსფეროში რეფორმების განხორციელებას, მწვანე ეკონომიკა მცირე პროექტების მეშვეობით ინერგება. სანამ მწვანე ეკონომიკა ქვეყნის მასშტაბის სტრატეგიად არ იქცევა, მცირე საწარმოები „აკეთე მეტი ნაკლებით“ კონცეფციის საფუძვლებსა და პოტენციურ სარგებელს სწავლობენ.

 

ავტორი: დათო ფარულავა

 

წყარო

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა