|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რომ არა ქუთაისი, დღეს მე მესამეხარისხოვანი გეოლოგი ვიქნებოდი“

კომპოზიტორი გია ყანჩელი, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი და ამავე ორკესტრის სოლისტი გიორგი ცაგარელი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრნენ.

გია ყანჩელმა გამართა ლექცია, სადაც  მისი ცნობილი მუსიკალური ნაწარმოებების ისტორიისა და შექმნის შესახებ ისაუბრა,  ასევე გაიხსენა მიღწეული წარმატებები კინოსა და სპექტაკლებში.

შეხვედრის გახსნისას წარმოდგენილი იყო ვიდეო მასალა, სადაც ყანჩელის „სევდის ანგელოზების“ ბერლინური პრემიერა იყო გადაღებული. ეს  კომპოზიცია ეძღვნებოდა პუტინის რეჟიმის დროს დაღუპულ ჟურნალისტებს.

კომპოზიტორის ცხოვრებაში, მისივე თქმით,  ქუთაისმა დიდი და თითქმის გადამწყვეტი როლი ითამაშა:  „ამ ქალაქში გადავწყვიტე გავმხდარიყავი მუსიკოსი, რომ არა ქუთაისი, დღეს მე მესამეხარისხოვანი გეოლოგი ვიქნებოდი. ქუთაისის გარეშე არ იარსებებდა  არც ქართული პოეზია, არც ქართული კინო, მუსიკა.. ჩემი სურვილია, აღდგეს ის დრო ქუთაისისათვის , რაც მე–19 საუკუნის დასასრულსა და მე–20 საუკუნის დასაწყისს იყო..“

შეხვედრის ბოლოს ნიკოლოზ რაჭველმა გიორგი ცაგარელის თანხლებით კომპოზიტორის ოთხი ნამუშევარი გააჟღერა.   დღესვე გია ყანჩელის მუსიკის საღამო  ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით მესხიშვილის თეატრში გაიმართება.


სტუმრებს ოფიციალურად ქუთაისის მერი შოთა მურღულია და იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე  უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად დახვდა.



ავტორი: მარუსა ხურციძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა