NewPress.ge RSS Feed http://www.newpress.ge/29004 ზაზა ლომინაძე: საქართველო უნდა გამთლიანდეს, გაერთიანდეს და ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ერთმანეთი http://newpress.ge/uploads/all/meriis%20reklama/zaza_2.jpg სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა. სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა. ქუთაისში ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, მაჟორიტარი დეპუტატობისა და მერობის კანდიდატებთან ერთად, აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს გმირები, რომლებმაც ქვეყანა საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს.   ,,27 სექტემბერს, 27 წლის წინ, სოხუმი დაეცა. ძალიან ძნელია ამ სიტყვების თქმა, რადგან მათ მიღმა ათასობით დაღუპული და საკუთარი სახლიდან დევნილი ჩვენი თანამემამულეა, ჩვენი დროებით დაკარგული მიწებია. აფხაზეთის ომის გმირების ნათელ ხსოვნას მივაგეთ პატივი, სანთლები ავანთეთ, გვირგვინებით შევამკეთ დიდების მემორიალი. სიმბოლურია, რომ 27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულსაც აღვნიშნავთ. საქართველო უნდა გამთლიანდეს, გაერთიანდეს და ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ერთმანეთი!" - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.   http://www.newpress.ge/29005 საქართველოში რუსული ოკუპაცია მშვიდობიანად უნდა დასრულდეს - იოსებ ხახალეიშვილი http://newpress.ge/uploads/all/meriis%20reklama/120123832_620200121947277_8101354885427432125_n%20(1).jpg მერობის კანდიდატმა ახალგაზრდებთან ერთად შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატმა  იოსებ ხახალეიშვილმა, ახალგაზრდებთან ერთად, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.  "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. ახალგაზრდებთან ერთად იმყოფებოდნენ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი და მაჟორიტარი კანდიდატი ზაზა ლომინაძე. "სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა, ახლა მემორიალთან იმყოფებიან ახალგაზრდები, რომელთაც არასდროს უნახავთ სოხუმი, თუმცა იციან ამ დღის მნიშვნელობა და იციან, რომ რუსული ოკუპაცია საქართველოში მშვიდობიანად უნდა დასრულდეს", - აღნიშნა იოსებ ხახალეიშვილმა. 27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. http://www.newpress.ge/29003 რა შემთხვევაში შეიძლება მოხვდეს საქართველო კორონავირუსის რუკაზე წითელ ზონაში? http://newpress.ge/uploads/all/medical/tamara.jpg მინისტრის მოადგილემ განმარტება გააკეთა საქართველოს ნარინჯისფერი და წითელი ქვეყნის სტატუსი მას შემდეგ ექნება, როდესაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა დღეში 500-დან 700-მდე დაფიქსირდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ  თამარ გაბუნიამ  განაცხადა.  თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანაში ბევრი პრევენციული სამუშაო მიმდინარეობს, რათა ქვეყანა ნარინჯისფერ და წითელი ზონის ქვეყნების რიგში არ მოხვდეს. ”საქართველოს სტატუსი რომ შეიცვალოს, ძალიან ბევრი ახალი შემთხვევა უნდა დაფიქსირდეს ინციდენტობის კუთხით, რომ ჩვენ გადავცდეთ გლობალურ საშუალოს. საქართველოსთვის ნარინჯისფერი და წითელი ზონა იწყება მას შემდეგ, რაც შემთხვევების რაოდენობა დღეში 500-დან 700-მდეა. ამდენად ჯერ კიდევ ძალიან დიდი სივრცე გვაქვს და იმედი გვაქვს, ამ ნიშნულამდე არც არასდროს არ მივალთ, რადგან ძალიან ბევრი პრევენციული საშუალება ტარდება იმისთვის, რომ ეს მომენტი არ დადგეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ. http://www.newpress.ge/28999 იოსებ ხახალეიშვილი: ჩემს ქალაქში თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ცხოვრების ღირსეული პირობები http://newpress.ge/uploads/all/meriis%20reklama/120234612_334820984423560_343866516922136991_n.jpg "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი და მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე სულხან-საბას ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდნენ. იოსებ ხახალეიშვილმა სულხან-საბას ადმინისტრაციულ ერთეულში ბოლო სამი წლის განმავლობაში მერიის მიერ ჩატარებულ სამუშაოებზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, მრავალსართულიან კორპუსთა ეზოების რეაბილიტაციაზე, საყრდენი კედლების გასამაგრებელ სამუშაოებზე, საგზაო ინფასტრუქტურის მოწესრიგებაზე, სკვერებისა და რეკრეაციული ზონების მშენებლობაზე. "მოსახლეობამ ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული გამოწვევები დეტალურად გაგვაცნო, ასევე, იმედი გამოთქვეს, რომ მომავალშიც ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს პრობლემების მოგვარებაში გულისხმიერად დაეხმარება. ჩემს ქალაქში თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ცხოვრების ღირსეული პირობები",- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა. http://www.newpress.ge/28998 ზაზა ლომინაძე: მე მაქვს ქუთაისელების მხარდაჭერის იმედი და მათი იმედების გამართლებაც ჩემი უმთავრესი მიზანია http://newpress.ge/uploads/all/meriis%20reklama/120130867_3550590154996982_6893878598058595168_n.jpg კანდიდატებმა ადგილობრივებთან, ხელისუფლების მიერ მომდევნო 4 წლის განმავლობაში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და სოციალურ პროექტებზე ისაუბრეს. ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან აგრძელებს. ზაზა ლომინაძე მერობის კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილთან ერთად გუგუნავასა და სულხან საბას ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატებმა ადგილობრივებთან, ხელისუფლების მიერ მომდევნო 4 წლის განმავლობაში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და სოციალურ პროექტებზე ისაუბრეს. ,,გუგუნავას და სულხან-საბას ქუჩებზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა როგორც ცენტრალურ ქუჩებს, ასევე შიდა კვარტალურ გზებს, მოწესრიგდა სანიაღვრეები, კორპუსების ეზოები, სკვერები... ამ უბნების მოსახლეობასთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმაზე, კიდევ რისი გაკეთება შეუძლია ხელისუფლებას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ დანაპირები იყოს რეალური. მე მაქვს ქუთაისელების მხარდაჭერის იმედი და მათი იმედების გამართლებაც ჩემი უმთავრესი მიზანია," - განაცხადა ზაზა ლომინაძემ. http://www.newpress.ge/28997 თიბისი ბიზნესებს 250 000 ლარამდე სესხს სთავაზობს უზრუნველყოფის გარეშე http://newpress.ge/uploads/all/meriis%20reklama/A5-PRESSRELEASE.jpg შეთავაზებით სარგებლობისთვის, ბიზნესების წარმომადგენლებმა ონლაინ განაცხადი უნდა შეავსონ. პირველად საქართველოში, ბიზნესების მხარდასაჭერად და მათი საქმიანობის  გასამარტივებლად, თიბისიში უკვე შესაძლებელია 250 000 ლარამდე სესხით სარგებლობა ქონების და ძირითადი საშუალებების  უზრუნველოფის გარეშე.   შეთავაზებით სარგებლობისთვის, ბიზნესების წარმომადგენლებმა ონლაინ განაცხადი უნდა შეავსონ, რის შემდეგაც მათ თიბისიდან დაუკავშირდებიან. სესხის დაფარვის ვადა და საპროცენტო განაკვეთი ინდივიდუალურია და ის ბიზნესის ფინანსური მდგომარეობიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე განისაზღვრება.   „საქართველოში და ზოგადად, მსოფლიოში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ბიზნესებს სჭირდებათ ფინანსური რესურსი, როგორც საქმიანობის გასაგრძელებლად, ისე განვითარებისთვის. თიბისის მისიაა გაუმარტივოს მომხმარებელს ცხოვრება, ამიტომ  მუდმივად ვმუშაობთ მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შეთავაზებისა და პროცესების გამარტივების კუთხით. ამ დრომდე, საქართველოში უზრუნველყოფის გარეშე ბიზნესსესხის  ლიმიტი 50 000 ლარი იყო, ჩვენ ეს ზღვარი 250 000 ლარამდე ავწიეთ. დარწმუნებული ვართ, ახალი ფინანსური რესურსის გაჩენა ბაზარზე დადებით გავლენას მოახდენს და ბიზნესებისთვის კარგი შესაძლებლობა იქნება არსებული გამოწვევის ფონზე საქმიანობის წარმატებით გასაგრძელებლად“, - ნიკა ქურდიანი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.   250 000 ლარამდე ბიზნესსესხის შესახებ ინფორმაციის მიღება, ასევე განაცხადის შევსება, შესაძლებელია ბმულზე:https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/apply-for-business-loan  . http://www.newpress.ge/28995 იმერეთში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა http://newpress.ge/uploads/all/medical/corona%206_1.jpg იმერეთის ლაბორატორიამ 1700-ზე მეტი ლაბორატორიული კვლევა ჩაატარა. იმერეთში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 24 საათის განმავლობაში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ლაბორატორიამ 1700-ზე მეტი ლაბორატორიული კვლევა ჩაატარა, საიდანაც ვირუსი 27 პირს დაუდასტურდა. ინფიცირებულებიდან ნაწილი კვლავ "ოქროს ბირჟის" კლასტერს უკავშირდება. არიან ახალი ინფიცირებულები, რომელთა კონტაქტების კვლევაზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ. იმერეთის რეგიონის კოვიდცენტრებში ჯამში 301 ადამიანია მოთავსებული, საიდანაც 190-მდე იმერეთის რეგიონის მკვიდრია. http://www.newpress.ge/28993 იოსებ ხახალეიშვილი: განათლება, კულტურა და სპორტი ჩემთვის პრიორიტეტული მიმართულებები იქნება http://newpress.ge/uploads/all/arcevnebi%2017/120123828_1442727602582631_2838591962249602785_n.jpg მერობის კანდიდატს მხარდაჭერა დავით ხახალეიშვილმა და თეიმურაზ აფხაზავამ გამოუცხადეს. მიმაჩნია, რომ მერმა ხელი უნდა შეუწყოს იმ პოტენციალის მნიშვნელოვან ზრდასა და განვითარებას, რაც სპორტული თვალსაზრისით ქუთაისს გააჩნია, - ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ქუთაისელ სპორტსმენებთან, ვეტერანებთან და სპორტის სფეროში მომუშავე თანაქალაქელებთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრაზე ქუთაისის მერობის კანდიდატი ლეგენდარულმა სპორტსმენმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ძიუდოში დავით ხახალეიშვილმა წარადგინა. შეკრებილებს ასევე, მხარამჭერი სიტყვით მიმართა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ჭიდაობაში თეიმურაზ აფხაზავამ. როგორც მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე აღნიშნა, სპორტი მისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება. "ქუთაისი არის სპორტული ტრადიციების მქონე ქალაქი, რომელმაც სპორტის სხვადასხვა მიმართულებით არაერთი ჩემპიონი, ტიტულოვანი სპორტსმენი აღზარდა. მიმაჩნია, რომ მერმა ხელი შეუწყოს იმ პოტენციალის მნიშვნელოვან ზრდასა და განვითარებას, რაც სპორტული თვალსაზრისით ჩვენ ქალაქს გააჩნია. ინფრასტრუქტურაზე ზრუნვასთან ერთად განათლება, კულტურა და სპორტი ჩემთვის პრიორიტეტული მიმართულებები იქნება, რაშიც თითოეული თქვენგანისა და სპორტის ვეტერანთა გამოცდილების დიდი იმედი მაქვს“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა. მერობის კანდიდატის განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ სპორტის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს ღირსეული პირობები ჰქონდეთ, რათა მათი აღზრდილი კიდევ მრავალი ჩემპიონი და ტიტულოვანი სპორტსმენი შევიდეს ქალაქის ისტორიაში. http://www.newpress.ge/28994 ქუთაისში მესამე სამშობიარო სახლის კოვიდკლინiკად გადაკეთებას აპროტესტებენ http://newpress.ge/uploads/all/medical/120234161_629084024713863_1087016025302136332_n.jpg კლინიკის კოვიდცენტრად გადაკეთება სახელმწიფოს გადაწყვეტილებაა და ექიმების პროტესტი ქუთაისში მესამე სამშობიარო სახლის თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სამშობიაროს კოვიდკლინკილად გადაკეთებას აპროტესტებენ. მათი თქმით, გუშინ ხელმძღვანელმა უთხრა, რომ სამშობიარო განყოფილება დროებით დაიხურება და მშობიარეებს აღარ მიიღებენ. მედიკოსების თქმით, ისინი სამსახურის გარეშე რჩებიან და მათი პაციენტები სხვა კლინიკაში გადავლენ. "ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ გადაწყვეტილებას ის იღებს და არ აინტერესებს თანამშრომლების პროტესტი. გვითხრეს, რომ ვისაც უნდა დარჩება და იმუშავებს, მაგრამ როგორ წარმოუდგენიათ, გინეკოლოგმა ეპიდემიოლოგად იმუშაოს? 55-მა თანამშრომელმა ხელმოწერა შევადგინეთ ადმინისტრაციის სახელზე და მოვითხოვთ, გამოგვიყონ ფართი, სადაც შევძლებთ ჩვენი პაციენტები მივიღოთ. თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ვაპირებთ, აქციები გავაგრძელოთ, აქ არ არის სათანადო ინვენტარი და აღჭურვილობა, რომ კოვიდცენტრად იმუშაოს", - განაცხადეს თანამშრომლებმა. სამშობიაროს ხელმძღვანელის თქმით, კლინიკა კოვოდცენტრად რამდენიმე თვით გადაკეთდება, ამ დროის განმავლობაში კოვიდინფიცირებულ პაციენტებს და თანამშრომლების ნაწილს შესთავაზეს, რომ ამ პირობებში ემუშავათ, რაზეც უარი მიიღეს. მედია შავიშვილის თქმით, კლინიკის კოვიდცენტრად გადაკეთება სახელმწიფოს გადაწყვეტილებაა და ექიმების პროტესტი უსაფუძვლოა. http://www.newpress.ge/28992 საინფორმაციო ბრიფინგი ადაპტირებული საარჩევნო უბნების შესახებ http://newpress.ge/uploads/all/arcevnebi%2017/ceskos%20miqala.jpg ცესკოს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია როგორც მარტივი ადაპტაციის, ისე პანდუსის მქონე 1 118 საარჩევნო უბნის შესახებ. საქართველოს პარლამენტის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინიციატივით, საარჩევნო ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე www.cesko.ge განახლდა ბანერი „საარჩევნო რუკა“, სადაც ეტლით მოსარგებლე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, სხვა ინფორმაციასთან ერთად, უკვე შეუძლია მიიღოს დეტალური ინფორმაცია კონკრეტული საარჩევნო ოლქის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ადაპტირებული საარჩევნო უბნების შესახებ შესაბამისი ფოტოსურათებით და სურვილის შემთხვევაში, თავად აირჩიოს, თუ რომელ საარჩევნო უბანზე სურს არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ცესკოს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია როგორც მარტივი ადაპტაციის, ისე პანდუსის მქონე 1 118 საარჩევნო უბნის შესახებ. როგორც ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ცენტრალური საარჩევნო კომისია წლებია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნასა და  არჩევნებში მათ მონაწილეობას. „შეგახსენებთ, რომ ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლების კონსტიტუციური უფლების რეალიზების ხელშეწყობის მიზნით, ცესკოში შექმნილმა შეზღუდული შესაძლებლობების საკითხებზე მომუშავე სპეციალურმა ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციები შედიან, მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი. აღნიშნული პროექტის საფუძველზე საარჩევნო კანონმდებლობაში ახალი რეგულაციები შევიდა, რაც ეტლით მოსარგებლე პირებს არჩევნებში მონაწილეობისთვის უკეთეს გარემოს და შესაძლებლობას უქმნის. კერძოდ, ახალი რეგულაციის თანახმად, ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ/მისაწვდომ საარჩევნო უბანზე, რისთვისაც მან კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა (25 ოქტომბერი) უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას ზეპირი ან წერილობითი განცხადებით“,-განაცხადა მიქელაძემ. მისივე თქმით, ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი, რომელიც მოითხოვს ადაპტირებულ უბანზე ხმის მიცემას, შეიყვანება იმ უბნის სპეციალურ სიაში, ხოლო როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, ისე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ გადაამოწმონ ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველთა ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის მოთხოვნის საფუძვლიანობა და არჩევნების დღემდე ნებისმიერ დროს საუბნო საარჩევნო კომისიის წინაშე დასვან ამ ამომრჩევლების შესაბამის სპეციალურ სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის საკითხი. „ვინაიდან წელს პირველად, პარლამენტის არჩევნებზე იქნება შესაძლებელი ამ უფლების გამოყენება, ცესკო მიმართავს ეტლით მოსარგებლე პირებს ისარგებლონ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შექმნილი საარჩევნო რუკით, შეარჩიონ მათთვის ყველაზე ხელსაყრელი საარჩევნო უბანი და ინფორმაცია დროულად მიაწოდონ შესაბამის საარჩევნო კომისიას, რაც მათ არჩევნებში მონაწილეობას მნიშვნელოვნად გაუმარტივებს“,-განაცხადა პრეს-სპიკერმა ბრიფინგის დასასრულს. http://www.newpress.ge/28990 გოგი წულაიას გულის ოპერაცია ჩაუტარდა http://newpress.ge/uploads/all/gallery/adgilobrivebi/gogi%20wulaia.jpg "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე ინფარქტით საავადმყოფოში 16 სექტემბერს გადაიყვანეს. პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარეს გოგი წულაიას გულის ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც პოლიტიკოსის თანაპარტიელი ვეფხია მიქაუტაძე აცხადებს, გოგი წულაიას გულის ოპერაცია ჩაფიძის კლინიკაში 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. გოგი წულაია ინფარქტით საავადმყოფოში 16 სექტემბერს გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილური იყო. http://www.newpress.ge/28988 ყაჩაღობა ქუთაისში - ნასვამი მამაკაცი მაღაზიაში დანით შეიჭრა http://newpress.ge/uploads/all/meriis%20reklama/120125759_605591096803697_6924185378031203627_n.jpg მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ყაჩაღობა მოხდა ქუთაისში. არაფხიზელმდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ავტოქარხნის დასახლებაში სუპერმარკეტში შეიჭრა. ის ცივი იარაღის მუქარით თანხას და სიგარეტს ითხოვდა. შემთხვევის დროს მარკეტში ორი თანამშრომელი იყო, მათ დაცვის კომპანია "ალგანი" გამოიძახეს, მამაკაცმა გაქცევა მოახერხა, თუმცა ის მალევე დაკავეს. ადგილობროვების თქმით, მამაკაცი, ციხიდან რამდენიმე დღის წინ იყო გამოსული. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. http://www.newpress.ge/28986 იოსებ ხახალეიშვილი: ყველა პროექტში, რაც დაგეგმილია და დაიგეგმება, სწორედ მოსახლეობის ინტერესები იქნება გადამწყვეტი http://newpress.ge/uploads/all/arcevnebi%2017/120186673_606340873370448_2976855379488233920_n.jpg "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზაზა ლომინაძესთან ერთად წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მორიგი შეხვედრა ნიკეა-უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართა. საარჩევნო პროგრამის გაცნობის პარალელურად მერობის კანდიდატმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინა. როგორც იოსებ ხახალეიშვილმა აღნიშნა, ყველა საკითხი, რაც მისი თანაქალაქელებისთვის პრიორიტეულია, მისთვის მნიშვნელოვანია. "ნიკეა-უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში, ისევე როგორც სხვაგან, არაერთი პროექტი განხორციელდა, ჩატარდა რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია, დაიგო გზის საფარი, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ნინოშვილის სკვერში განთავსდა სავარჯიშო ტრენაჟორები, თუმცა არის საკითხები, რომელიც მოსახლეობისთვის პრიორიტეტულია და შესაბამისად, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, მათი ეს თხოვნა აუცილებლად იქნება გათვალისწინებული, თუმცა არა მხოლოდ ეს საკითხები, ყველა პროექტში, რაც დაგეგმილია და დაიგეგმება, სწორედ მოსახლეობის ინტერესები იქნება გადამწყვეტი", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა. http://www.newpress.ge/28984 საარჩევნო ბლოკმა "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა http://newpress.ge/uploads/all/arcevnebi%2017/nacionalebi.jpg წარდგენა პარტიის ოფისში გაიმართა. საარჩევნო ბლოკმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. კანდიდატები ზაალ უდუმაშვილმა დაასახელა. ქუთაისში როგორც მოსალოდნელი იყო, გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურა დასახელდა.   იმერეთის დარჩენილ სამ ოლქში შემდეგი კანდიდატები დასახელდნენ:  საჩხერის, ჭიათურის და ხარაგაულის - გიორგი კაპანაძე ზესტაფონი, ბაღდათი, თერჯოლა, ტყიბული - კახა გეწაძე წყალტუბო, სამტრედია, ვანი, ხონი - ნანუკა ჟორჟოლიანი თბილისის 8 საარჩევნო ოლქიდან ნაციონალურ მოძრაობას სამ ოლქში ყავს თავისი კანდიდატი: გლდანში ნიკა მელია, ისანში - ხატია დეკანოიძე; სამგორში  - ლევან ხაბეიშვილი; კახეთში: გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს და საგარეჯოს - ლევან ბეჟაშვილი; თელავის, ახმეტის, ყვარლის და ლაგოდეხის - გიორგი ბოტკოველი ქვემო ქართლში: რუსთავის და გარდაბნის - დავით კირკიტაძე მარნეულის - აზერ სულეიმანოვი ქართლში: გორისა და კასპის - ბადრი ბასიშვილი ხაშურის და ქარელის - ნატო ჩხეიძე   დმანისი, წალკა, ბოლნისი, თეთრიწყარო - კახა ოქრიაშვილი თიანეთი, მცხეთა, დუშეთი, ყაზბეგი - ცეზარ ჩოჩელი სამცხე-ჯავახეთში: ახალციხე, ადიგენი, ასპინძა, ბორჯომი - ვაჟა ჩიტაშვილი ახალქალაქის და ნინოწმინდის - მელიქ რაისიანი რაჭა -ონი, ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი, მესტია - დილარ ხაბულიანი გურია - მანუჩარ კვირკველია  სამეგრელო მარტვილი, აბაშა, ჩხოროწყუ, წალენჯიხა - როლანდ ფიფა ფოთი, სენაკი, ხობი - მურთაზ ზოდელავა ზუგდიდი - მალხაზ ჯალაღონია აჭარა ბათუმი - ლევან ვარშალომიძე ქობულეთი - ბონდო თევდორაძე ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო - მიშა ბოლქვაძე       პარტიამ ასევე კანდიდატები დაასახელა აჭარის უმაღლეს საბჭოში: ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო - გია აბულაძე ქობულეთი - ელგუჯა ბაგრატიონი ბათუმი - გიორგი კირთაძე ცნობისთვის საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარდება. http://www.newpress.ge/28983 ნანუკა ჟორჟოლიანი "ნაციონალურმა მოძრაობამ" წყალტუბოს მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა http://newpress.ge/uploads/all/arcevnebi%2017/%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A3.jpg ცნობილი ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი საპარლამენტო არჩევნებში ერთვება. ის საარჩევნო ბლოკის "ნაციონალური მოძრაობა" სახელით წყალტუბო,  სამტრედია,  ვანისა და ხონის მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა.  "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ტელეწამყვანი ახლა საკანონმდებლო ორგანოდან შეეცდება ადამიანების უფლებების დაცვას.   "ნანუკა წლების მანძილზე მიკროფონით ხელში იბრძვის სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების დაცვისათვის, ახლა პარლამენტიდან უფრო აქტიურად იბრძოლებს იმ ხალხის უფლებების დასაცავად, რომელთა პრობლემებს აშუქებდა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც ტელეკომპანია "მთავარზე" გადავიდა და გადაცემა მთლიანად ეთმობოდა გაჭირვებული ხალხის პრობლემებს", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.   აღსანიშნავია, რომ ამ ოლქში საარჩევნო კამპანიას  უკვე აწარმოებდა გენერალი დევი ჭანკოტაძე. რა გახდა კანდიდატის შეცვლის მიზეზი, უცნობია. http://www.newpress.ge/28987 ზაზა ლომინაძე: ყველა დაპირების შესრულებაზე ავიღებთ პასუხისმგებლობას http://newpress.ge/uploads/all/arcevnebi%2017/120151865_335234654200630_2521876167561116558_n.jpg მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, მისთვის განსაკუთრებით ემოციური იყო ჩეჩელაშვილის ქუჩის მოსახლეობასთან შეხვედრა.  ტურიზმისა და ეკონიმიკის განვითარება, სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები ამ საკითხებზე შედგა საუბარი ქუთაისში უქიმერიონისა და ნიკეას უბნების მცხოვრებლებთან. ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე და მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩეჩელაშვილისა და ნიკეას ქუჩის მოსახლეობას შეხვდნენ ადგილობრივებმა კანდიდატებთან ადგილზე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ჩეჩელაშვილის ქუჩაზე არის ,,კლინიკა ლჯ“, რომელიც წლების წინ მეგობრებთან ერთად დავაარსე და დღეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მრავალპროფილური კლინიკაა. თითქმის ორი ათეულია წელია, ყოველდღე ამ ქუჩაზე დავდივარ, ლამის ყველა ოჯახს ვიცნობ და ვიცი, რა უჭირთ, რა ულხინთ. თვალის ერთი შევლებითაც კი ვამჩნევ უბნის სიახლეებს. ამიტომაც, განსაკუთრებულად ემოციური იყო ჩემთვის ჩეჩელაშვილის ქუჩის მოსახლეობასთან შეხვედრა. „ლჯ"-ს განვითარებამ ამ უბნის ინფრასტრუქტურის განვითარებაც გამოიწვია და კიდევ უფრო მეტი გვაქვს დაგეგმილი. ისევ შევხვდი ნიკეას ქუჩის მცხოვრებლებსაც. მიუხედავად იმ პროექტებისა, რომლებიც ბოლო წლებში ამ დასახლებაში განხორციელდა, მოსახლეობასთან საუბრისას კიდევ მრავალი საჭირბოროტო საკითხი წამოიჭრა, რომელთა მოგვარების გზებს ერთად დავსახავთ და რასაც დავპირდებით, ყველაფრის შესრულებაზე პასუხისმგებლობას ავიღებთ,"-განაცხადა ზაზა ლომინაძემ. http://www.newpress.ge/28980 ლეჩხუმში უნიკალური ქართული ჯიშის ხორბლის აღდგენა დაიწყო [R] http://newpress.ge/uploads/all/meriis%20reklama/a5-%E1%83%96%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-1.png ზანდური ხორბლის ქართული ენდემური ჯიშია, რომელსაც ბევრ ქვეყანაში სასელექციო მასალად იყენებენ. ზანდური ხორბლის ქართული ენდემური ჯიშია, რომელსაც ბევრ ქვეყანაში სასელექციო მასალად იყენებენ და რომელიც დაცულია კოლექციებში, როგორც მსოფლიო მნიშვნელობის ძვირფასი სასელექციო მასალა. ხორბლის ეს ჯიში გავრცელებული იყო რაჭა-რეჩხუმში, ამჟამად კი, ის გადაშენების პირასაა.  სწორედ ლეჩხუმიდან დაიწყო მანონი ახვლედიანმა ზანდურის სახეობის აღდგენა და პოპულარიზაცია.    თიბისის მხარდაჭერით, მან ლეჩხუმის რაიონის სოფელ ღვირიშში ეთნოგრაფიული სივრცე მოაწყო, რომელიც აერთიანებს საოჯახო სასტუმროს „ზანდურის სახლი“, უძველეს მარანს, სადაც ავთენტური გემოების კერძებით გაგიმასპინძლდებიან და ეთნოგრაფიულ მასალებს ზანდურის ჯიშის ხორბლის შესახებ. რაც მთავარია, მანონი ახვლედიანს უკვე მეორე წელია მცირე ფართობზე ზანდურის ჯიშის ხორბალი მოჰყავს.    „ეს უნიკალური ქართული ენდემური ჯიშის ხორბალია. ჩვენი მიზანია, რომ მოხდეს თესლის სერთიფიცირება, რის შემდეგაც მსოფლიოში მხოლოდ აქ, ჩვენს რეგიონში მოყვანილ ზანდურს შეიძენენ. საქართველო ხორბლის კულტურის უძველესი კერაა და ნამდვილად გვაქვს იმის პოტენციალი, რომ ჩვენმა ქვეყანამ ეს სახელი აღიდგინოს,“ - ამბობს მანონი ახვლედიანი.    ახლა მეწარმე ხორბლის მესამე მოსავლის დასათესად ემზადება, მიღებულ თესლს ადგილობრივ მოსახლეობას საჩუქრად ურიგებს, რითაც ლეჩხუმში ზანდურის გავრცელებას უწყობს ხელს. ზანდურის საწარმოო გამოყენებისთვის და მისგან პურის დასამზადებლად ორი რამ არის აუცილებელი: ერთი, მოსავლის რაოდენობის გაზრდა და მეორე, სპეციალური ტექნიკა, რომლითაც ხორბალი დაიცეხვება. მანონი ახვლედიანის უახლოეს ბიზნეს გეგმებში სწორედ ეს მიზნები შედის.   http://www.newpress.ge/28979 იოსებ ხახალეიშვილი: ჩემთვის მნიშვნელოვანია, ნებისმიერი საკითხი მოქალაქეების ჩართულობით უმოკლეს ვადაში გადაწყდეს http://newpress.ge/uploads/all/arcevnebi%2017/120068713_795583237864271_7378889057702022167_n.jpg ქუთაისის მერობის კანდიდატი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა. "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზაზა ლომინაძესთან ერთად უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა. მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო, არჩევის შემთხვევაში განსახორციელებელ პროექტებზე ესაუბრა და სხვადასხვა საკითხებზე მათ პოზიციები მოისმინა. დღევანდელ შეხვედრაზე ქუთაისის მერობის კანდიდატმა რამდენიმე პროექტის შესახებაც ისაუბრა, რომელიც უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში უკვე განხორციელდა, მათ შორის: რამდენიმე ქუჩის, სკვერის, სანიაღვრე არხების, შიდა გზების, საყრდენი კედლების, ეზოების და სადარბაზოების რეაბილიტაცია. როგორც იოსებ ხახალეიშვილმა აღნიშნა, მისთვის პრიორიტეტულია მოქალაქეების დასაქმება, სოციალური პირობების გაუმჯობესება, ასევე, მომავალი თაობისთვის გასართობი და გამაჯანსაღებელი ცენტრების შექმნა. "საინტერესო შეხვედრა გაიმართა უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივებთან, რომლებმაც საკუთარი მოსაზრებები გაგვაცნეს, ისაუბრეს ჯერ კიდევ არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ყველაფერი მოგვარებადია, მერად არჩევის შემთხვევაში, მოქალაქეების მიერ დასახელებული პრობლემების მოგვარება პირველი რიგის საკითხი იქნება და რა თქმა უნდა, დაპირებად არ დარჩება. ჩემთვის მნიშვნელოვანია, პირადად მოვისმინო ყველაფერი, რაც აწუხებს ადგილობრივებს და მათი აზრის გათვალისწინებით უმოკლეს ვადაში მოხდეს საკითხის მოგვარება", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა. უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე ქუთაისის მერობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ კიდევ ერთი პრიორიტეტული საკითხი, რომელსაც დიდ ყურადღებას დაუთმობს, დევნილი მოქალაქეების თემაა. იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში დევნილი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად ქუთაისში ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა კიდევ არაერთი პროექტია დაგეგმილი, რომელიც აუცილებლად განხორციელდება. http://www.newpress.ge/28978 ზაზა ლომინაძე: ადამიანებისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა ,,ქართული ოცნების" გუნდის უმთავრესი მიზანია http://newpress.ge/uploads/all/arcevnebi%2017/119996937_343306693583601_4676592900279794213_n.jpg განახლებული ინფრასტრუქტურა, ბოლო წლებში განხორციელებული პროექტები იყო მოსახლეობასთან განხილვის ძირითადი თემა. ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე მერობის კანდიდატთან ერთად გრიშაშვილისა და რუსთაველის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. განახლებული ინფრასტრუქტურა, ბოლო წლებში განხორციელებული პროექტები იყო მოსახლეობასთან განხილვის ძირითადი თემა. შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა და ადგილობრივებმა მაჟორიტარობის კანდიდატს მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები გააცნეს. ,,რუსთაველის გამზირის და გრიშაშვილის ქუჩის მოსახლეობასთან შეხვედრა, ტრადიციულად, დიალოგის ფორმატში წარიმართა. წინასაარჩევნო კამპანია უფრო და უფრო აქტიური ხდება და მეც ვცდილობ, ყველა უბანში, ყველა ქუჩაზე მივიდე, მოვუსმინო თანაქალაქელებს, ჩემი მოსაზრებები გავაცნო სხვადასხვა საკითხზე და ერთად დავსახოთ სამოქმედო გეგმები. ქუთაისის ცენტრალური გამზირის სრული რეაბილიტაციისთვის რეგიონული განვითარების ფონდმა 3,7 მლნ ლარი გამოყო. რუსთაველის ქუჩაზე მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო ორი სკვერი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა გრიშაშვილის ქუჩასაც, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი უძველესი ქუჩაა და აქ საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დიდი ხანია არ ჩატარებულა. 924 000 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, გრიშაშვილის ქუჩა ლამაზი და გადასაადგილებლად კომფორტული ქუჩაა, როგორც ავტოტრანსპორტისთვის, ასევე ფეხით მოსიარულეთათვის. მოსახლეობასთან შეხვედრებზე ბევრ ყოფით საკითხზეც ვსაუბრობთ. რაც უფრო ბევრს აკეთებს ხელისუფლება, ისინი კიდევ უფრო მეტს მოითხოვენ და მათ ამის უფლება აქვთ. ადამიანებისთვის ღირსეულად ცხოვრების პირობების შექმნა ჩვენი გუნდის უმთავრესი მიზანია და ამას, ერთიანი ძალისხმევით, აუცილებლად მივაღწევთ,"-განაცხადა ზაზა ლომინაძემ. http://www.newpress.ge/28975 ქუთაისში ნახევარ მილიონამდე ლარით და ძვირფასეულობით სეიფი მოიპარეს http://newpress.ge/uploads/all/politsiis_lent.jpg უცნობმა პირებმა კორპუსის სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს და შენობაში ამ ფორმით შეაღწიეს. ქურდობა ქუთაისში. ილია ჭავჭავაძის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან სეიფი მოიპარეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, წაღებულია ნახევარ მილიონამდე ლარი და ძვირფასი ნივთები. უცნობმა პირებმა კორპუსის სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს და შენობაში ამ ფორმით შეაღწიეს. ადგილობრივების თქმით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. „ინტელექსპრესის“ ადვოკატის თქმით, შემთხვევის დროს სიგნალიზაცია ჩაირთო, ადგილზე მივიდა დაცვის პოლიცია, თუმცა ისინი შენობაში არ შევიდნენ და ობიექტი ისე დატოვეს, რა დროსაც ქურდებმა მშვიდად წასვლა მოახერხეს.  მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, სამართალდამცვველებმა კამერების ჩანაწერები ამოიღეს და ადგილობრივები გამოკითხვაზე ყავდათ გადაყვანილი. http://www.newpress.ge/28974 "კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა, როგორც ცნობილ, ასევე ახალ კლასტერებს უკავშირდება" - ზვიად შალამბერიძე http://newpress.ge/uploads/all/medical/ZVIAD%2014.jpg ბოლო დღეებში ქუთაისში 2 პაციენტი გარდაიცვალა. იმერეთში კორონავირუსის 26 შემთხვევა დაფიქსირდა. იმერეთის მხარის რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, შემთხვევები, როგორც ცნობილ, ასევე ახალ კლასტერებს უკავშირდება. "რამდენიმე პაციენტი ოქროს ბირჟიდან არის, რამდენიმე მაღაზიის თანამშრომელს დაუფიქსირდა, ასევე კორონავირუსი დაუდასტურდა "საირმეში" სასტუმროში მყოფ რამდენიმე პირს.  კერა ლოკალიზებულია და დამსვენებლები წყალტუბოში, კარანტინში არიან გადაყვანილი,"- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ. მისი ინფორმაციით, ქუთაისის ლაბორატორიაში გუშინ 832 ნიმუში შემოწმდა. ზვიად შალამბერიძის თქმით, ამ დროისთვის იმერეთში მდგომარეობა კონტროლირებადია. მხარის კლინიკებში 270-მდე პაციენტია,  ბოლო დღეებში ქუთაისში  2 პაციენტი გარდაიცვალა.  http://www.newpress.ge/28972 ცესკომ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა http://newpress.ge/uploads/all/arcevnebi%2017/cesko.jpg დღეს გამართულ წილისყრის პროცესში მონაწილეობა მიიღო 47-მა საარჩევნო სუბიექტმა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა.   როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ცესკო უკვე წლებია საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, კანონმდებლობით შესაძლებელ უადრეს ვადაზე ატარებს რიგითი ნომრების წილისყრით განსაზღვრის პროცედურებს.   „შეგახსენებთ, რომ გუშინ ამოიწურა ცესკოს თავმჯდომარისთვის ბლოკების რეგისტრაციის მიზნით მომართვის ვადა. კანონმდებლობის თანახმად, რიგითი ნომრების განსაზღვრის ბოლო ვადა 1 ოქტომბერია (არჩევნების დღემდე 30 დღით ადრე), თუმცა ცესკოს მიერ სხვადასხვა პროცედურების დროულად დასრულების შედეგად, რიგითი ნომრების განსაზღვრის პროცესი არჩევნების დღემდე 42 დღით ადრე ჩატარდა. ამასთან, გუშინ ცესკომ, საარჩევნო სუბიექტების საქმიანობისთვის მაქსიმალურად ხელშეწყობის მიზნით, მიიღო განკარგულება, რომლის თანახმადაც, პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს გაუმარტივდათ რიგითი ნომრების გამოყენების პროცედურა. მათ მიეცათ შესაძლებლობა 31 ოქტომბრის 3-ვე ტიპის არჩევნებში გამოიყენონ დღეს მინიჭებული რიგითი ნომერი ან ის რიგითი ნომერი, რითაც მონაწილეობას იღებდნენ ბოლო საერთო მუნიციპალიტეტის არჩევნებში“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.   საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებულია 58 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი. დღეს გამართულ წილისყრის პროცესში მონაწილეობა მიიღო 47-მა საარჩევნო სუბიექტმა. დანარჩენებს, კანონმდებლობის თანახმად, უფლება ჰქონდათ წილისყრის პროცედურის გარეშე დაეტოვებინათ რიგითი ნომერი. http://www.newpress.ge/28977 საჩხერე უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც მოდელი, როგორი საქართველო გვინდა - გიორგი გახარია http://newpress.ge/uploads/all/meriis%20reklama/gakharia.jpg საჩხერეს ერთი რამ განასხვავებს ყველასგან, საჩხერე უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც მოდელი,  როგორი საქართველო გვინდა,  რომ დავინახოთ უახლოეს პერიოდში და ამაში პირდაპირი წვლილია ბიძინა ივანიშვილის , -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საჩხერეში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პაატა კვიჟინაძის წარდგენისას განაცხადა. პრემიერ - მინისტრის  თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში, სხვა მუნიციპალიტეტებიც ასეთი იყოს. „დიდი პატივია, აქ,  თქვენთან ერთად საუბარი ხვალინდელ დღეზე. რა თქმა უნდა, აკაკის სამშობლოდან საუბარი საქართველოს მომავალზე, დიდი პასუხისმგებლობაც არის, მაგრამ ახლა, მინდა ამას ცოტა სხვანაირ, თბილ და შინაურულ გარემოში შევხედო. დღეს, ჩვენ ბევრს დავდივართ სხვადასხვა რეგიონებში, ბევრს ვმოგზაურობთ, ბევრ გეგმაზე ვსაუბრობთ ჩვენს მოქალაქეებთან და საჩხერეს ერთი რამ განასხვავებს ყველასგან, საჩხერე უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც მოდელი,  როგორი საქართველო გვინდა რომ დავინახოთ უახლოეს პერიოდში და ამაში პირდაპირი წვლილია ბიძინა ივანიშვილის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში, სხვა მუნიციპალიტეტებიც ასეთი იყოს. მარტივად რომ ვთქვათ -  ჯანდაცვა, განათლების სისტემა თავიდან ბოლომდე, ინფრასტრუქტურა, სპორტი, კულტურა, გზები -  ეს არის ყველაფერი იმისთვის, რომ ამ მუნიციპალიტეტის თითოეულმა მოქალაქემ ისარგებლოს ყველა იმ სიკეთით, რომელიც თქვენთვის შეიქმნა და ეს, სიმართლე უნდა ვთქვათ და ვაღიაროთ, შექმნა „ფონდმა ქართუმ“ და ბიძინა ივანიშვილმა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მუდმივად ასე უნდა გაგრძელდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ კარგი საფუძველია და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ისე, რომ სხვა მუნიციპალიტეტებიც და საჩხერეც  კიდევ უფრო გაძლიერდეს. ახლა რაც კეთდება, ზემო იმერეთ-რაჭის გზა იქნება ძალიან მაგარი პროექტი, რომელიც შეძლებს უფრო მეტი ტურისტი მოიყვანოს ამ რეგიონში. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ,  ონელების, ამბროლაურელებისთვის ეს იქნება უახლოესი გზა, რომ თბილისიდან დაუკავშირდნენ თავიანთ რეგიონებს“, -  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი გახარიას განცხადებით, უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი და  პრობლემაა დარჩენილი, დაწყებული წყალმომარაგებით, დამთავრებული წყალარინებით. „ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გავაკეთოთ  ერთად. ეჭვი არავის ეპარება, რომ 31 ოქტომბერს ჩვენ საჩხერეში გავიმარჯვებთ ყველანი ღირსეულად, მაგრამ ეს გამარჯვება არ ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ საჩხერეს გამარჯვებას, ეს გამარჯვება ნიშნავს საქართველოს გამარჯვებას, რამეთუ საჩხერე არის ყველაზე კარგი მაგალითი - თითოეულმა ქართველმა, როგორც შეუძლია, როგორ უნდა მოუაროს თავის სამშობლოსა და კუთხეს და ეს მაგალითი ჩვენ ყველას მოგვცა ბიძინა ივანიშვილმა. ეს ის ზრუნვაა და ის შრომაა, რომელმაც ჩვენ უნდა მიგვიყვანოს საბოლოო მიზნამდე - ეკონომიკურად ძლიერ, განათლებულ, სამართლიან და ევროპულ საქართველომდე. 31 ოქტომბერს ჩვენ ყველას კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ, რომ ყველა ის საქმე, რომელიც დავიწყეთ, ღირსეულად დავამთავრებთ! გამარჯვებას გისურვებთ!“, -  განაცხადა გიორგი გახარიამ.    http://www.newpress.ge/28970 ქუთაისში რესტორან "პალადიუმის" მიმდებარედ ახალაზრდა მამაკაცი დაჭრეს http://newpress.ge/uploads/all/kriminali/DAQNA.jpg საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აღიძრა. ქუთაისში რესტორან "პალადიუმის" მიმდებარედ ახალაზრდა მამაკაცი დაჭრეს, მას სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა აღენიშნება. შემთხვევა გუშინ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. http://www.newpress.ge/28969 თიბისიმ ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო [R] http://newpress.ge/uploads/all/meriis%20reklama/A5-08.jpg თიბისის ფულადი გზავნილების აქცია 18 სექტემბერს დაიწყო და 25 დეკემბრამდე გაგრძელდება. აქ. ახლა, თიბისიში ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო. მომხმარებელი, რომელიც ფულად გზავნილს თიბისიში  გაანაღდებს ან გაგზავნის, შესაძლებლობა აქვს, დასაჩუქრდეს სუპერ პრიზით - 20,000 ლარით ან აღმოაჩინოს 20,000 მომენტალური საჩუქრიდან ერთ-ერთი.   თიბისის ფულადი გზავნილების აქცია 18 სექტემბერს დაიწყო და 25 დეკემბრამდე გაგრძელდება. აქციაში მომხმარებლები ავტომატურად ჩაერთვებიან. გზავნილის განაღდებისას ყოველი მესამე მომხმარებელი დასაჩუქრდება  მომენტალური პრიზით, მათ შორის:  PSP-ს, „ნიკორას“ და“ სუფთა სახლის“ ვაუჩერებით (50 ლარამდე), ფულადი პრიზებით  - 50 და 100 ლარის ნომინალით, ინტერნეტ მეგაბაიტებით და  0%-იანი საკომისიო ტარიფით - ინტერნეტ და მობაილბანკით შესრულებულ კომუნალურ გადახდებზე.   აქციის სუპერ პრიზს -  20,000 ლარს მიღებს ის ორი მომხმარებელი, რომელიც თიბისიში ფულად გზავნილს 3-ჯერ და მეტჯერ გაანაღდებს ან გაგზავნის.   თიბისიში ფულადი გზავნილის განაღდება მარტივად, სახლიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი: ·         ინტერნეტ და მობაილბანკიდან - www.tbconline.ge ·         ცხელ ხაზზე დარეკვით, ნომერზე - 032 2 272727   გზავნილის გაგზავნა შესაძლებელია თიბისის ნებისმიერ ფილილიდან და სერვის ცენტრიდან.   თიბისიში, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ და, გაგზავნონ შემდეგი საერთაშორისო გზავნილები: RICO GRAM, MONEYGRAM, ZOLOTAYA KORONA, WESTERN UNION, UNISTRAM , RIA, CONTACT,  ისრაელის გზავნილები World com finance.   აქციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: http://bit.ly/moneytransfercampaign http://www.newpress.ge/28968 "ქართული ოცნების" ლიდერებმა იმერეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა დაასრულეს http://newpress.ge/uploads/all/medical/%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%20%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94%201.jpg "ქართული ოცნების" ლიდერებმა იმერეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა დაასრულეს. დღეს ამომრჩევლებს საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინეს. პაატა კვიჟინაძე პარტიის ლოდერებთან ერთად გაერთაინებულ ოლქში შემავალ სამივე მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. მმართველი გუნდის ლიდერებმა რეგიონის პოტენციალზე და საარჩევონო პროგრამაში არსებულ მთავარ აქცენტებზე ისაუბრეს, ეს არის ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, მეწარმეობა და შრომის უსაფრთხოების ზომები. http://www.newpress.ge/28966 ქუთაისში კორონავირუსის 53 ახალი შემთხვევა გამოვლინდა http://newpress.ge/uploads/all/medical/corona.jpeg კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ აჭარაშია. ქუთაისში კორონავირუსის 53 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ აჭარაში გამოვლინდა. დედაქალაქში 31 ახალი შემთხვევაა.  „ბოლო 24 საათში, 193 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა. 193 ახალი დადასტურებული შემთხვევა ასე ნაწილდება: აჭარა-92, იმერეთი-53, თბილისი-31, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 8, გურია - 7, რაჭა-ლეჩხუმი - 1, მცხეთა მთიანეთი -1"- აცხადებს მარინა ეზუგბაია.   ქვეყანაში  დღეს კორონავირუსით ინფიცირებული  ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამ დროისათვის 16 კრიტიკულად მძიმე და 80 მძიმე პაციენტია.   ამ დროისათვის ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 1534 გახდა.      http://www.newpress.ge/28965 კლინიკა "ბომონდში" აფხაზეთიდან გადმოყვანილი პაციენტი გარდაიცვალა http://newpress.ge/uploads/all/medical/bomondi.jpg დღეს საქართველოში კორონავირუსით მეოცე პაციენტი გარდაიცვალა.  ქუთაისში კლინიკა "ბომონდში" კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, პაციენტი აფხაზეთიდან იყო შემოყვანილი თანმხლები დაავადებებით, იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. 60 წლამდე ქალი მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს და მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.  ცნობისთვის,  დღეს საქართველოში კორონავირუსით მეოცე პაციენტი გარდაიცვალა.    http://www.newpress.ge/28964 გიორგი ვაშაძემ ქუთაისის მერობის კანდიდატად ანდრო ლოსაბერიძე წარადგინა http://newpress.ge/uploads/all/New%20Folder/%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94.jpg კოალიციის ლიდერმა მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და კოალიციის სტრატეგიაზე ისაუბრა. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ამ წუთებში ქუთაისში მერობის კანდიდატს წარადგენს. ქალაქის მერობის კანდიდატი პარტიიდან ანდრო ლოსაბერიძე იქნება. ვაშაძემ საუბრისას ყურადღება ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ საქართველოს 220 000-მა მოქალაქემ სამუშაო ადგილი დაკარგა, ამ ყველაფრის ფონზე კი ადამიანებს მაღალ პროცენტიანი სესხების გადახდა უწევთ. სიტყვით გამოსვლისას გიორგი ვაშაძემ იმ სტრატეგიებზე ისაუბრა, რაც პარტიას ჯერ კიდევ გასული წლიდან ჰქონდა შემუშავებული. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, არჩევნების შემდეგ, როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდება, ქვეყანაში 300 000-მდე სამუშაო ადგილები შეიქმნება. „სტრატეგია აღმაშენებლის“გუნდი არის გუნდი, რომელიც ქვეყანას აღმშენებლობას და საქმის კეთებას სთავაზობს. ჩვენ გვაქვს ქუთაისის და იმერეთის განვითარების გეგმა და ქუთაისს მინდა წავუდგინო ღირსეული კანდიდატი ანდრო ლოსაბერიძე, ახალგაზრდა მშრომელი ადამიანი, განათლებით ინჟინერ-ეკონომისტი, რომელსაც აქვს ამერიკული განათლება მიღებული რედ კორპორაციის მიერ გაკეთებული პროექტებიდან გამომდინარე, აქვს დიდი გამოცდილება მშენებლობის და მთელი ქუთაისი არის ამის მაგალითი, რომლის რეაბილიტაციაც სამწუხაროდ გააჩერეს და არის ჩვენი მძლავრი თანაგუნდელი, რომელთან ერთადაც ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ აღმშენებლობის პროცესს ქუთაისიდან და იმერეთიდან.ანდრო ლოსაბერიძეა ის ადმიანი, რომელიც ყველა ქუთაისელს და ყველა ადამიანს დაუდგება გვერდში და სრულიად სხვა პერსპექტივას მისცემს ჩვენს ახალგაზრდა, პროფესიონალ გუნდთან ერთად ამ ქალაქს. ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული არჩევნები 31 ოქტომბერს, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა გადაწყვიტოს ჭაობი თუ განვითარება, ფუქსავატობა თუ წინსვლა, უპერსპექტიობა, მუდმივი ტყუილი თუ დღედაღამე მუშაობა და ხალხის კეთილდღეობა და რაც მთავარია ეს არის რეფერენდუმი პროდასავლური, ძლიერი სახელმწიფო თუ რუსული ჰიბრიდული ომის ყველაზე დიდი იარაღის, „ქართული ოცნების“ მიერ ნამართავი საქართველო, რომელსაც კავშირი არ აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ღმშენებლობით ქუთაისიდან კვლავ გავაერთიანებთ საქართველოს, გავაძლიერებთ და იქნება საქართველო რეგიონის ლიდერი სახელმწიფო, რომლის მოქალაქეებიც იამაყებენ და ხმამაღლა იტყვიან მთელს მსოფლიოში „ მე საქართველოს მოქალაქე ვარ და მეამაყება ჩემი ქვეყნის მოქალაქეობა“ - აცხადებს გიორგი ვაშაძე.  http://www.newpress.ge/28960 "იმედებს ვამყარებ ამ სასწავლებელზე, ვიცი, რომ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა"- გიორგი მაჩიტიძე http://newpress.ge/uploads/all/New%20Folder/%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98%20411.jpg ქუთაისელი გიორგი მაჩიტიძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით ისწავლის. გიორგი მაჩიტიძე მომავალი პროგრამისტია, ის ერთ-ერთია,  ვინც  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა. გიორგი თავისი არჩევანით კმაყოფილია და თვლის, რომ "მომავლის უნივერსიტეტის" სტუდენტი გახდა.  როგორც ამბობს,  მან "პირველი არჩევანი" სწორედ ამ  სასწავლებელზე შეაჩერა და ყველაზე მოთხოვნადი - კომპიუტერული მეცნიერების პროგრამა აირჩია.  "იმედებს ვამყარებ ამ სასწავლებელზე, ვიცი, რომ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა და რამდენიმე წელში, ალბათ, უფრო წარმატებული გახდება. როგორც აცხადებენ,  საუკეთესო ლაბორატორიებით არის აღჭურვილი და კვლევითი ცენტრის გახსნაც იგეგმება. ლექციებს ქართველებთან ერთან უცხოელი ლექტორები წაგვიკითხავენ, სწავლაც ინგლისურად იქნება, მაგრამ ეს არ მაშინებს, ვფიქრობ,  ენობრივი ბარიერი არ მექნება, შესაძლოა, თავიდან ცოტა გაგვიჭირდეს, მაგრამ, მოკლე ხანში,  შევძლებთ სრულად ჩართვას“, - ამბობს გიორგი მაჩიტიძე "ნიუპრესთან" საუბრისას. გიორგი ქუთაისის 41-ე ფიზიკა-მატემატიკური საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია, როგორც ამბობს,  სკოლაში მათემატიკის წრეებზეც დადიოდა და კონკურსებსა და ოლიმპიადებშიც იღებდა მონაწილეობას, თუმცა უფრო დაბალ კლასებში. ამბობს, რომ რეპეტიტორების დახმარების გარეშე ეროვნულ გამოცდებზე გასვლა მაინც ვერ გარისკა და ბოლო წელს "თავის დაზღვევის" მიზნით, მასწავლებლებთან იარა. სკოლაში მიღებულ ცოდნასთან ერთად,  თვლის, რომ ესეც დაეხმარა სასურველი შედეგის მიღწევაში. გიორგის თქმით, მასთან ერთად საერთაშორისო უნივერსიტეტში მისი 2 თანაკლასელი ჩაირიცხა, KIU-ში კი მისი ათამდე სკოლელი ისწავლის. პირველკურსელისათვის ასევე  მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტის კეთილმოწყობილ კამპუსში იცხოვრებს. „პანდემიის გამო სწავლის დაწყება ოქტომბრამდე გადაიდო, პირველში უნდა მივიდეთ და დავბინავდეთ, კამპუსში უნდა ვიცხოვრო, რაც ძალიან მახარებს,  5 ოქტომბრიდან კი უკვე ლექციები დაგვეწყება", - ამბობს გიორგი.  რაც შეეხება უნივერსიტეტის უცხოურ კონტაქტებს, მისი აზრით, ეს უმოკლესი გზაა ევროპული დონის განათლების მისაღებად. მისი თქმით, სასწავლებლის არჩევისას გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობა მთავარი ფაქტორი არ ყოფილა, მაგრამ ესეც საინტერესოა.  ცნობისთვის,  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) წელს პირველ სტუდენტებს მიიღებს.  უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე (მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება)  1112 სტუდენტი დარეგისტრირდა, თუმცა მხოლოდ 245-მა შეძლო ბარიერის დაძლევა. KIU-ში სტუდენტების მიღების კრიტერიუმები საქართველოში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე რთულია და შესაბამისობაშია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამის მოთხოვნებთან. STEM მიმართულების პროგრამების მიხედვით KIU სამ ყველაზე მაღალი ბარიერის მქონე უნივერსიტეტებს შორის სახელდება საქართველოში.       http://www.newpress.ge/28961 ქუთაისში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა http://newpress.ge/uploads/all/medical/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90.jpg მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალ შემთხვევათა უმეტესობა კვლავ აჭარაზე მოდის. ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 19 ქუთაისზე მოდის. ამის შესახებ თბილისის ინფექციური სავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ახალ შემთხვევებათა დიდი წილი ისევ აჭარაზე მოდის.  „196 ახალი დადასტრურებული შემთხვევა ასე ნაწილდება: 128 არის აჭარა, 30 - თბილისი, 19-ქუთაისი, 6-სამეგრელო ზემო-სვანეთი, 5 - ქვემო ქართლი, 1-შიდა ქართლი, 4 - გურია, 2- მცხეთა-მთიანეთი და 1 კახეთი“, - განაცხადა ეზუგბაიამ. მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით, 3502 დადასტურებული შემთხვევა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 13 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 1494-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმშია 5014 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.   http://www.newpress.ge/28958 "ქართულმა ოცნებამ" ვანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გივი ჭიჭინაძე წარადგინა http://newpress.ge/uploads/all/arcevnebi%2017/%E1%83%92%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98%20%E1%83%AD%E1%83%98%E1%83%AD%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94.jpg პარტიის ლიდერებმა მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამა გააცნეს "ქართული ოცნება" იმერეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას აგრძელებს. დღეს პრემიერ-მინისტრმა, "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მაჟორიტარი დეპუტატიბის კანდიდატი ვანში წარადგინეს. ვანის, სამტრედიის, ხონისა და წყალტუბოს ოლქში მმართველ გუნდს გივი ჭიჭინაძე წარმოადგენს. პარტიის ლიდერებმა მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამა გააცნეს, ასევე ისაუბრეს არსებულ გამოწვევებზე. მათი თქმით, მიუხედავად ბევრი წარმატებისა, ქვეყანაში პრობლემებიც რჩება, ეს კი გამოწვეულია იმით, რომ 2012 წელს მათ მძიმე მემკვიდრეობა დახვდათ. http://www.newpress.ge/28957 შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჭიათურაში ნარკორეალიზატორი დააკავა http://newpress.ge/uploads/all/kriminali/%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%20%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98.jpg დაკავებულს 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ჭიათურაში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე,  1969 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი ზ.გ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას ბრალად ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება ედება.  გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდა. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. პოლიციამ ზ.გ.-ს მიერ საკონტროლო შესყიდვების დროს გაყიდული, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 2 აბი, ამავე ნარკოტიკის 2 აბის ნატეხები და ფხვნილი ნივთმტკიცებად ამოიღო. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს. დაკავებულს 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.   ფოტო:არქივი http://www.newpress.ge/28956 მოვუწოდებ "ოცნებას", დროულად გამოიძიოს ოპოზიციის წევრზე თავდასხმის საქმე - ოთარ კახიძე http://newpress.ge/uploads/all/arcevnebi%2017/otar%20kakhidze%201.jpg "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ლევან ცუცქირიძეს საკუთარ სახლთან თავს ნიღბიანი პირები დაესხნენ. ოპოზიცის მხარდამჭერ ლევან ცუცქირიძეზე განხორციელებულ თავდასხმას "ევროპული საქრთველო" გამოეხმაურა. პარტიის ქუთაისის მაჟორიტარი დეუტატობის კანდიდატი ხელისუფლებას საქმის გამოძიებისაკენ მოუწოდებს  "წლებია ხელისუფლება ახალისებს ოპოზიციასა და განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებზე ძალადობას.  დაუსჯელი არიან ადამიანები, რომლებიც თავს დაესხნენ ოპოზიციის წევრებს. მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას", რომ დროულად  გამოიძიომ ეს საქმე",-განაცხადა ოთარ კახიძემ. ცნობისთვის, გუშინ  "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ლევან ცუცქირიძეს საკუთარ სახლთან თავს ნიღბიანი პირები დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ცუცქირიძე საავადმყოფოშია გადაყვანილი.  http://www.newpress.ge/28953 იოსებ ხახალეიშვილი: დიდი პატივია, ვიყო „ქართული ოცნების“ გუნდის ნდობით აღჭურვილი მერობის კანდიდატი http://newpress.ge/uploads/all/gallery/ARCHEVNEBI/%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%9D%20%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90.jpg "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატების წარდგენას გიორგი გახარია და კახა კალაძე ესწრებოდნენ. ჩემთვის, ადამიანისთვის, ვისი ცხოვრება ამ განსაკუთრებულ ქალაქთან არის გადაჯაჭვული, დიდი პატივია, ვიყო „ქართული ოცნების“ გუნდის ნდობით აღჭურვილი მერობის კანდიდატი, - განაცხადა ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა საკუთარ გამოსვლაში ბაგრატის ტაძრის წინ გამართულ წარდგენის ცერერმონიალზე. "ჩემთვის, ადამიანისთვის, ვისი ცხოვრება ამ განსაკუთრებულ ქალაქთან არის გადაჯაჭვული, დიდი პატივია, ვიყო „ქართული ოცნების“ გუნდის ნდობით აღჭურვილი მერობის კანდიდატი. როცა ვდგევარ ამ ეზოში, ბაგრატის ტაძრის წინ, იმ საკრალურ თუ სიმბოლურ ადგილას, რომელიც უმნიშვნელოვანესია ქუთაისისათვის, გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერს გავაკეთებ ამ ქალაქისთვის და ქალაქელებისთვის, თქვენთან ერთად, თქვენი დახმარებით და თქვენი გვერდზე დგომით. ქუთაისი განსაკუთრებული ქალაქია, ამიტომ ამ ქალაქს სხვანაირი სიყვარული, დაფასება და მოვლა სჭირდება. ეს არის ქართული პოეზიის, სახვითი ხელოვნების, თეატრის, მუსიკის ნამდვილი მექა, ქართული კინემატოგრაფიის აკვანი და ადგილი, საიდანაც მრავალი ტიტულოვანი სპორტსმენი გაიცნო ჩვენმა ქვეყანამ. აქ ამ მიწაზე, ჯერ კიდევ მეთერთმეტე საუკუნის მიჯნაზე შეიქმნა პირველი საგანმანათლებლო კერა - გელათის აკადემია, სხვა ათინად წოდებული. პირველი კლასიკური გიმნაზიაც ქუთაისში დაარსდა - დღევანდელი პირველი საჯარო სკოლა, რომლის კურსდამთავრებული მეც გახლავართ. იმ სტელაზე ჩამოთვლილმა ხალხმა შექმნა ჩვენი თანამედროვე კულტურა, განათლება და ისტორია. ამიტომაც, როცა გვაქვს საუკუნეებით შექმნილი კულტურულ-საგანმანათლებლო სტატუსი მიმაჩნია, რომ მისი გაძლიერება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი. ჩვენს პოლიტიკურ გუნდს და ჩვენი პარტიის დამფუძნებელს - ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ქუთაისთან დაკავშირებით შორს მიმავალი გეგმები აქვს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მილიარდიანი პროექტი, რომელიც მართლაც უმნიშვნელოვანესია ჩვენს რეგიონში, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე საგანმანათლებლო კუთხით, სულ მალე გახდება მეცნერების და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრი. ალბათ დამერწმუნებით, თითოეული ქუთაისელისთვის საამაყოა, რომ ჩვენმა ქალაქმა ღირსეული ადგილი დაიკავა თანამედროვე განათლების საერთაშორისო რუკაზე. 2021 წელი იქნება განსაკუთრებული წელი კულტურისა და კულტურული ღონისძიებებისათვის. ჩემი დიდი თანადგომა ექნება კულტურის სფეროს თითოეულ წარმომადგენელს და დაწესებულებას, ვინაიდან ჩვენ ქუთაისის ტრადიციებით, კულტურით ცნობილი ისტორიული ტოლერანტობით ახალი გზა უნდა გავჭრათ ევროპაში ეს, ის სფეროა რომელსაც ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უჭირავს ჩემს სამოქმედო გეგმაში და მე, ჩემს გუნდთან ერთად სულ მალე შევუდგები ამის განხორციელებას. აქვე დავეთანხმები ბატონ ზაზას და ვიტყვი, რომ 2021 წელი განსაკუთრებულია ჩვენი ქალაქისთვის იმიტომ, რომ ქუთაისი და საქართველო პირველად უმასპინძლებს ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ფორუმს და ეს ნამდვილად მისასალმებელია. სიამაყით ვიტყვი, რომ ამ გადაწყვეტილებაში ჩემი წვლილიც არის. სწორედ ასეთი საერთაშორისო ფორუმების მეშვეობით შეგვიძლია ჩვენი ქალაქი გავხადოთ შესაძლებლობების ქალაქად. ეს შესაძლებელია მხოლოდ ეკონომიკურად ძლიერი და ინფრასტრუქტურულად გამართული ქალაქისათვის და ამის მიღწევა შესაძლებელია განვითარებული ტურიზმით, ჩვენი ულამაზესი, ახალი აეროპორტით და იმ საავტომობილო ქარხნით, რომელიც მოკლე ხანში დაიწყებს ელექტრომობილების წარმოებას. ქუთაისზე ზრუნვისთვის უნდა ვეძებოთ არა განსხვავებული, არამედ ერთმანეთისთვის მისაღები საერთო ინტერესები, შეხების წერტილები, რაც ჩვენი ქალაქის, ჩვენი კუთხის უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად არის აუცილებელი. ძლიერი ქუთაისი ძლიერი იმერეთია. ძლიერი იმერეთი, ძლიერი რეგიონები, ეს ხომ ძლიერი საქართველოა. მინდა ისეთი ქალაქი გადავაბარო ჩვენს შვილებს, რომელიც ტრადიციულად იქნება ქვეყნის სახელმწიფოებრიობის საფუძველი, განათლებისა და კულტურის ცენტრი, ქართული ურთიერთობების ეტალონი, ხალასი იუმორის აკვანი, იქ, სადაც ახალი გაბრიაძეები, ფალიაშვილები, ბალანჩივაძეები და ანჯაფარიძეები დაიბადებიან. რა თქმა უნდა, არ გვავიწყდება, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა გვაქვს, ბევრ ადამიანს უნდა დავუდგეთ გვერდში. დარწმუნებული ვარ, ჩემი პოლიტიკური გუნდის და ჩემი ქუთაისელების მხარდაჭერით, თქვენი მხარდაჭერით აუცილებლად გავიმარჯვებთ და შევუდგებით ჩვენი ქალაქის აღმშენებლობას. ერთად საქართველოს წარმატებისთვის! თითოეული ქუთაისელის წარმატებისთვის", განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა. "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატების წარდგენას პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია და პარტიის გენერალური მდივანი კახი კალაძე ესწრებოდნენ. http://www.newpress.ge/28952 ზაზა ლომინაძე: მე ამაყი ვარ დღეს, რომ ვიყო წარმოდგენილი ქუთაისის მაჟორიტარ კანდიდატად საქართველოს პარლამენტში http://newpress.ge/uploads/all/gallery/ARCHEVNEBI/%E1%83%96%E1%83%90%E1%83%96%E1%83%90%20%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94.jpg ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წარადგინა.  მე ამაყი ვარ დღეს, რომ ვდგავარ აქ, თქვენთან ერთად და მაქვს უფლება ვიყო წარმოდგენილი ქუთაისის მაჟორიტარ კანდიდატად საქართველოს პარლამენტში. განაცხადა “ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ  ქუთაისში, მის წარდგენაზე. ?ჩემთვის, როგორც ქუთაისელისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ბრძოლაში თქვენთან, ჩემს ქუთაისელებთან, პარტია „ქართულ ოცნებასთან“ ერთად შევდივარ და აუცილებლად 31 ოქტომბერს თქვენთან ერთად გავიმარჯვებთ. მინდა გითხრათ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ქუთაისში უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული და სოციალურ- საგანმანათლებლო პროექტები განახორციელა და მკაფიოდ გამოიხატა ჩვენი ქალაქის, როგორც საგანმანათლებლო ცენტრის მნიშვნელობა. ამის მაგალითია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელმაც პირველი სტუდენტები უკვე მიიღო. მინდა გითხრათ, რომ ზუსტად ეს არის მაჩვენებელი, საწინდარი და გარანტი იმისა, რომ ქუთაისი გელათის აკადემიის მემკვიდრეობის ღირსეულად გააგრძელებს. მე ექიმი ვარ, გულის ექიმი, როგორც თქვენ ამბობთ ხოლმე. ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით ერთმანეთს, ვუსმენთ ერთმანეთის გულის ცემას და ქალაქის გულის ცემას. მინდა დაგარწმუნოთ და გითხრათ, რომ ამას აუცილებლად გავაგრძელებთ. ჩვენი ქალაქი საუკუნეების მანძილზე იყო და არის დონორი მთელი ქვეყნის ხელოვნების, განათლების, მეცნიერების და კულტურის სფეროში. მინდა მივესალმო ყველა ამ სფეროს წარმომადგენელს, რომლებიც დღეს ჩვენთან ერთად არიან. მივესალმები ჩვენს სპორტსმენებს, ქუთაისელ, გამოჩენილ სპორტსმენებს, რომლებიც ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები არიან და მინდა მათ მომავალი წარმატებები ვუსურვო, მივმართო და ვუთხრა, რომ ქართული სპორტის მხარდაჭერა ჩვენი გუნდისა და ჩემს მიერ მომავალშიც აუცილებლად, უპირობოდ გაგრძელდება. მივესალმები ახალგაზრდებს - განათლებული, გონიერი, პრინციპული, უკომპრომისო თაობაა და მათი ენერგია ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ქუთაისისთვის 2021 წელი მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ევროპის საბჭოს ტურისტული, კულტურული მარშრუტების რიგით XI-ე საერთაშორისო ფორუმს ქუთაისი უმასპინძლებს და მინდა მოგილოცოთ ეს დიდი წარმატება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მსოფლიოს 30- მდე ქალაქში სრულდება პირდაპირი ავიამიმოსვლები, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ტურიზმის განვითარებას ჩვენს რეგიონში. მნიშვნელოვანია ადრონული თერაპიის ცენტრი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში განთავსდება. ეს იქნება რეგიონში ერთადერთი და უნიკალური ცენტრი, სადაც მკურნალობის პარალელურად წარიმართება მაღალი რანგის სამეცნიერო კვლევითი პროექტები და სამეცნიერო მუშაობა, რაც ხელს შეუწყობს მეცნიერებისა და სამედიცინო ტურიზმის განვითარებას. ქალაქის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ქუთაისის გრძელვადიანი და ფუნდამენტური განვითარებისათვის. მინდა გითხრათ, რომ სულ მალე ქუთაისის გენერალური განვითარების გეგმა გვექნება. მიმდინარეობს მუშაობა ქუთაისის თანამედროვე ლოჯისტიკური ცენტრების განვითარებისათვის, რაც ხელს შეუწყობს ლოჯისტიკური სერვისების ერთ სივრცეში თავმოყრას. "ქართული ოცნების" გუნდი განვითარების სწორ გზაზეა და აქვს მომავლის ხედვა, უნარი, რომ საკუთარ მოქალაქეებზე, საკუთარ ქვეყანაზე იზრუნოს და ეტაპობრივად ყველა გამოწვევათა შორის კოვიდ-19-საც წარმატებით გაუმკლავდეს. თქვენი მხარდაჭერის შედეგად უკვე საქართველოს პარლამენტიდან ვიზრუნებ თქვენზე და ჩემს უსაყვარლეს ქუთაისზე. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ სწორ არჩევანს გააკეთებთ. ერთად ქუთაისის წარმატებისათვის, ერთად საქართველოს წარმატებისათვის", -განაცხადა ზაზა ლომინაძემ.   http://www.newpress.ge/28950 ქუთაისი დაიბრუნებს საქართველოს ინტელექტუალური და კულტურული დედაქალაქის ისტორიულ ფუნქციას -კახა კალაძე http://newpress.ge/uploads/all/gallery/politikosebi/kaladaze.jpg "ქართულმა ოცნებამ" ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის და მერობის კანდიდატები წარადგინა. ქუთაისი დაიბრუნებს საქართველოს ინტელექტუალური და კულტურული დედაქალაქის ისტორიულ ფუნქციას. ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალური მდივანმა კახი კალაძემ განაცხადა ქუთაისში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზაზა ლომინაძის და ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის წარდგენის ცერემონიაზე.  მისი თქმით, შემთხვევითი არ არის რომ ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში განახორციელა საერთაშორისო უნივერსიტების მშენებლობის პროექტი. "სულაც არ არის შემთხვევითი, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებლის - ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის უმსხვილესი ინვესტიციით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გრანდიოზული პროექტი ხორციელდება. პროექტის საერთო ჯამური ღირებულება მილიარდი ევროა და ბუნებრივია, რომ ასეთი გრანდიოზული მასშტაბის პროექტის განხორციელება უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ ქუთაისის და რეგიონის, არამედ მთელი საქართველოსთვის. ეს მოგვცემს შესაძლებლობას ის პოტენციალი, რომელიც ამ ქალაქს აქვს, მაქსიმალურად ავითვისოთ. ქუთაისში ისწავლიან საუკეთესო ახალგაზრდები მთელი ქვეყნიდან და აქ განათლებამიღებული ახალგაზრდები სხვა სიმაღლეზე აიყვანენ ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ქუთაისი დაიბრუნებს საქართველოს ინტელექტუალური და კულტურული დედაქალაქის ისტორიულ ფუნქციას"-განაცხადა კახა კალაძემ. http://www.newpress.ge/28948 ქუთაისის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის 5 თანამშრომელი კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკაში მოათავსეს http://newpress.ge/uploads/all/medical/bomo.jpg "ბომონდში" კორონავირუსის დიაგნოზით 66 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს. ქუთაისის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდგინდათ. არსებული ინფორმაციით, ისინი ე.წ. ოქროს ბირჟაზე მუშაობდნენ. ხუთი პირი კლინიკა "ბომონდშია” მოთავსებული. კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 66 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს. პაციენტებს შორის 14 ბავშვი, 4 ორსული და ორი მელოგინეა. რამდენიმე მათგანს პნევმონია აღენიშნება, ხოლო მართვით სუნთქვაზე იმყოფება აჭარის ხანდაზმულთა პანსიონატიდან გადმოყვანილი ერთ-ერთი ხანდაზმული. http://www.newpress.ge/28947 "ლელომ" ქუთაისის დეპუტატობის კანდიდატი ანა ნაცვლიშვილი წარადგინა http://newpress.ge/uploads/all/New%20Folder/119870858_382483766112496_3700141626242938907_n.jpg მამუკა ხაზარაძის თქმით, ქუთაისს ყავს გამორჩეული კანდიდატი პოლიტიკურმა პარტიამ "ლელოს საქართველოსთვის" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა ნაცვლიშვილი ოფიციალურად წარადგინა. მხარდამჭერებს კანდიდატი პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ წარუდგინა. ხაზარაძის თქმით, ქუთაისს ყავს გამორჩეული კანდიდატი და აქვთ გეგმა, როგორ უნდა მოხდეს ქუთაისის განვითარება. ქალაქის განვითარების გეგმაზე ისაუბრა ანა ნაცვლიშვილმაც. “მე მაქვს, კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა გადაიქცეს ქუთაისი ქალაქად, საიდანაც ადამიანები კი არ მიდიან, არამედ ქალაქად, სადაც ადამიანები ბრუნდებიან და ბრუნდება აქტიური პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული ცხოვრება. როგორ უნდა დაბრუნდეს ქუთაისი მსოფლიო რუკაზე და გახდეს ერთ-ერთი წამყვანი ქალაქი, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში”, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. http://www.newpress.ge/28951 ცესკომ პარტიებთან და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან ერთად კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი შეიმუშავა http://newpress.ge/uploads/all/gallery/ARCHEVNEBI/ceskos.JPG ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებულია, ეკეთოს პირბადე. ცესკომ კონსულტაციების საფუძველზე შეიმუშავა და დღეს დადგენილებით მიიღო კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი.  დოკუმენტი იმ სანიტარულ-ჰიგიენურ წესებს განსაზღვრავს, რომლის დაცვითაც უნდა მიიღონ ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობა და რომლის მიხედვითაც უნდა იმოქმედონ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა და ჩართულმა მხარეებმა.    ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ამომრჩევლების და საარჩევნო პროცესის სხვა მონაწილეების ჯანმრთელობა უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ,  ცესკოს ინიციატივით შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საარჩევნო ადმინისტრაცია მადლობას უხდის სამუშაო ჯგუფის წევრებს კონსტრუქციული მუშაობისთვის. ამასთან, სამუშაო ჯგუფი გააგრძელებს მუშაობას პანდემიასთან დაკავშირებული რისკჯგუფების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების შედეგად შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით, რეგულირდება არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობებში შესვლის, გამოსვლის, ყოფნის, გადაადგილების, თერმოსკრინინგის, პირბადის გამოყენების, საარჩევნო უბანზე უფლებამოსილი პირის სხვა პირით ჩანაცვლების წესები.   კენჭისყრის შენობაში შესვლამდე თერმოსკრინინგს გაივლიან როგორც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები, ისე საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირები, ხელებს დადგენილი წესით დაიმუშავებენ  და გაიკეთებენ პირბადეს. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები დამატებით უზრუნველყოფილი იქნებიან დამცავი ფარითა და ერთჯერადი ხელთათმანებით.   აღსანიშნავია, რომ კენჭისყრის შენობის შესასვლელებთან იქნება განთავსებული დეზობარიერი, ხელის დეზინფექციისთვის საჭირო ხსნარი და ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ. საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ხშირად შეხებადი ზედაპირების სათანადო წესით დეზინფექციას და საარჩევნო უბნების შეძლებისდაგვარად ბუ ნებრივ ვენტილაციას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფარული კენჭისყრის კაბინები ისე იქნება მოწყობილი, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები და ამასთან, არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი.   რაც შეეხება ამომრჩევლის მიერ კენჭისყრის შენობაში შესვლის წესებს: ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებულია, ეკეთოს პირბადე. იმ შემთხვევაში თუ მას არ ექნება პირბადე, ადმინისტრაცია უზრუნველყოფს აღნიშნულით.   ამომრჩეველს უბანზე მისვლისას ორჯერ, მცირე დროით, უწევს პირბადის მოხსნა იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად.  თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები.   ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში უზრუნველყოფილი იქნება ინდივიდუალური მოხმარებისთვის განკუთვნილი კალმისტრით. ამომრჩეველი ხმის მიცემის შემდეგ კალმისტარს განათავსებს კალმისტრებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კონტეინერში და დროულად დატოვებს საარჩევნო უბანს.   დადგენილება კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში სანიტარულ-ჰიგიენური წესების შესახებ ყველასათვის ხელმისაწვდომი ა ცესკოს ვებგვერდზე.   საარჩევნო ადმინისტრაცია კი იმისათვის, რომ ამომრჩევლებს და არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია დადგენილებით განსაზღვრული სანიტარულ-ჰიგიენური პროცედურების შესახებ, ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას გეგმავს.   ცესკო აგრძელებს საქმიანობას პანდემიის პირობებში არჩევნების პროფესიულ დონეზე ორგანიზებისთვის და კენჭისყრის დღეს ყველასათვის უზრუნველყოფს თავისუფალ და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს.