|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რუსულ პოლიტიკაში კარგად ეწერებოდა, თუ მოვაშიშვლებდით საზღვრებს"

"დემოგრაფიული აღორძინების ფონდის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, გაუკაცრიელებული სოფლების რაოდენობის შესახებ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ეხმიანება. ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, სოფლებში არსებული მდგომარეობა რთულია, რის მოსაგვარებლადაც სახელმწიფომ "მთის კანონი" მიიღო, მისივე განცხადებით, პრობლემა წლების წინ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს დაიწყო.

"სოფლებიდან მოსახლეობის გადინება მასიურად ხდება, ზუსტად მაგისთვის იყო მიღებული მთის კანონი, რომ არა მარტო ეკომონიკური, არამედ დემოგრაფიული პრობლემის მოსაგვარებლად. განსაკუთრებით საზღვრისპირა სოფლებს ტოვებდნენ მასიურად. საბჭოთა კავშირის დროს იყო ასეთი პოლიტიკა, რაზეც  ფილმებიც  მეტყველებენ. თუ გადავხედავთ, ბევრ  სოფელს ერქვა "გამარჯვება". მეგონა, მტერზე გამარჯვების აღსანიშნად, თურმე, მთიელებზე გამარჯვების ნიშნად არქმევდნენ ამ სახელს. ბარის მოსახლეობა იმარჯვებდა მთის მოსახლოებაზე და ასახლებდა ბარში. რუსულ პოლიტიკაში კარგად ეწერებოდა, თუ მოვაშიშვლებდით საზღვრებს, ამით სარგებლობდნენ და დღესაც სარგებლობენ. ბევრ ტერიტორიას ვკარგავთ.  ამიტომ იყო უპირველესად მიღებული "მთის კანონი", რომ სტიმული მიგვეცა ბიზნესისთვის მთაში აენაცვლებინა. მაგრამ როგორც ყველაფერმა, ამ კანონმაც ბევრი უკმაყოფილება გამოიწვია. სამწუხაროდ, საზოგადოების დიდ ნაწილი გამოდის საკუთარი ინტერესებიდან და არა სახელმწიფო საჭიროებებიდან. გარკვეული შეღავათები დავაწესეთ და რომ რთული პირობები შეგვემსუბუქებინდა და ყველას მოუნდა მთის სტატუსი, მიუხედავად იმისა, რა სიმაღლეზეა"–განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

მისივე განცხადებით, მოსახლოების აღწერა არასწორად ტარდება, რადგან აღწერის მიხედვით, არ იცვლება თბილისში მცხოვრებთა რაოდენობა, ამ დროს იცვლება სოფლებში მცხოვრებთა რაოდენობა.

"რაც შეეხება იმ დემოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც გამოქვეყნდა, არ ვთვლი, რომ ეს არის ბოლო აღწერის პრობლემა. ვფიქრობ, რომ არასწორად ავღწერდით მანამდე და ახლაც ბევრი კითხვის ნიშანია. ერთის მხრივ, თბილისში მილიონ შვიდასი ათასი კაცი ცხოვრობს -  მონაცემები არ შეცვლილა.  ამ დროს კი სოფლებში შემცირდა მოსახლეობა. რა ხდება, სად მიდიან ეს ადამიანები? ჩემი აზრით, პრობლემაა აღწერაში. ქვეყანამ უნდა მიიღოს პროგრამა, განვტვირთოთ თბილისი და გავამარტივოთ ცხოვრება სოფლებში, რომ იქ დაბრუნდნენ ადგილობრივები.

რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ქუთაისში იმყოფებოდა. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა