|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მაქვს სასულიერო პირებთან მოლაპარაკება, რომ სააღდგომო ლიტურგია დილით დაიწყოს"- დიმიტრი მხეიძე

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი მხეიძე აცხადებს, რომ სააღდგომო ლიტურგიას დაესწრება. მისი თქმით, წლებია ეკლესიაში მსახურობს და შესაბამისად, ყველა წესის დაცვით დაესწრება ლიტურგიას, ამასთან, მხეიძის ინფორმაციით, ქუთაისში სასულიერო პირებთან აქვს ცდილობს, შეთანხმებას, რაც ლიტურგიის დილით ჩატარებას გულისხმობს, რომ არ დაირღვეს კომენდანტის საათი.

,,ტაძარში ვიქნები თუ გარეთ, ჯერ არ ვიცი. როგორც გადაწყვეტენ ეკლესიაში, იმის მიხედვით, დავესწრები მსახურებას. რაც მთავარია, ყველა წესი იქნება დაცული. მაქვს სასულიერო პირებთან მოლაპარაკება, რომ სააღდგომო ლიტურგია დილით დაიწყოს, რომ არ დაირღვეს კომენდანტის საათი"- განაცხადა დიმიტრი მხეიძემ.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა