|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საავადმყოფოები და მედპერსონალი მზად არის ყველაზე ცუდი სცენარისთვის"-დიმიტრი ხუნდაძე

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ქუთაისში სამედიცინო დაწესებულებებში იმყოფებოდა. ხუნდაძე ინფექციურ საავადმყოფოში არსებულ მდგომარეობას გაეცნო.

"კლინიკაში სათანადო მდგომარეობაა და მზად არის პაციენტების მისაღებად, ასევე საავადმყოფოები და მედპერსონალი მზად არის ყველაზე ცუდი სცენარისთვის"-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. 

დეპუტატმა ასევე ისაუბრა სამედიცინო ეკიპირების მარაგებზე და განაცხადა, რომ აღჭურვილობის მხრივ პრობლემებია მთელს ქვეყანაში, თუმცა მთავრობა ცდილობს, მარაგების მობილიზებას.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი