|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საბავშვო ბაღის აღსაზრდელები 1 000 ლარიან ვაუჩერს მიიღებენ"

პარტია "ევროპული საქართველო" პირველი არჩევნებისთვის ემზადება. პარტიაში უკვე მუშაობენ პროგრამაზე, რომლითაც ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვებას შეეცდებიან. პროგრამის ერთი ნაწილი საბავშვო ბაღების დაფინანსების ახალ სისტემას ეხება. პარტიის წარმომადგენელი და  ქუთაისის საკრებულოს წევრი ამირან ძოწენიძე განმარტავს, რომ მათი პროგრამით საბავშვო ბაღის თითოეული აღსაზრდელი 1 000 ლარიან ვაუჩერს მიიღებს.

"ვმუშაობთ პროგრამაზე და გვინდა შევცვალოთ ბაღების დაფინანსების სისტემა და დავაფინანსოთ არა ბაღები, არამედ ბავშვები.  ქუთაისში დაახლოებით 10 მილიონამდე იხარჯება ბაღებში, სადაც  7 000-მდე  ბავშვი დადის,  რაც არის დისკრიმინაცია,  რადგან ქუთაისში დაახლოებით  10 000 ბავშვია და მხოლოდ ნაწილი იღებს მომსახურებას. ამ პროგრამით გამოვლინდება,  რეალურად რამდენი აღსაზრდელია. ჩვენ გვინდა საბავშვო ბაღის ასაკის ყველა ბავშვს წელიწადში დაახლოებით 1 000  ლარიანი ვაუჩერი გადავცეთ.  მშობელმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს მუნიციპალურ ბაღში მიიყვანს თუ კერძოში, სახლში მოუვლის ბავშვს თუ მიაბარებს ბებიას და მეზობელს, ეს ფული იქნება მისი", -განაცხადა ამირან ძოწენიძემ.

მისივე თქმით, შეიცვლება ბაღების დაფინანსების სისტემა. ბაღები გადაეცემა თანამშრომლებს, შენობების კაპიტალური შეკეთება იქნება მუნიციპალიტეტის მოვალეობა, სხვა მხრივ კონტროლი დაეკისრებათ თანამშრომლებს.

"შენობები იქნება მუნიციპალიტეტის ბალანსზე, მაგრამ დასაქმებულებს შენობები გადაეცემათ იჯარით.  სახლში არავის გავუშვებთ. ეს გაზრდის კონკურენციას, არა მუნიციპალურ და კერძო ბაღებში, არამედ მუნიციპალურ ბაღებშიც, რადგან მშობელს თუ არ მოეწონება ბაღი,  წაიყვანს ბავშვს, წაიღებს ვაუჩერს და გადავა სხვაგან. ამით გაუქმდება ის კორუფცია,  რაც ბაღებშია. ახლადშექმნილ კომპანიას რომ აბარია ბაღის მომარაგება, ეს ცალკე შესწავლის თემაა. ზედამხედველი მერიის ბიუროკრატი კი არ ეყოლებათ, არამედ მშობელი,  დაფინანსების ამ სიასტემით გაიზრდება თანამშრომელთა  ხელფასიც", -განაცხა ამირან ძოწენიძემ.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა