|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტები საქართველოს მთავრობას დახმარებას თხოვენ

"საბერძნეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტთა ურთერთდახმარების ფონდი" განცხადებას ავრცელებს, რომლითაც  საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მთავრობას, პარლამენტს, ასევე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საბერძნეთში მიმართავს.   
  „საბერძნეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა  უმეტეს ნაწილს არა აქვს სამედიცინო დაზღვევა, ვერ სარგებლობს ვერანაირი  სადაზღვევო პროგრამით და შესაბამისად  ვერ სარგებლობს სამედიცინო  მომსახურებით. ქართველ ემიგრანტებს უცხოეთში ცხოვრების ხანგრძლივ  პერიოდში, ჯანმრთელობის მხრივ უამრავი პრობლემა დაუგროვდათ. ისინი  შეძლებისდაგვარად მიმართავენ  სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებს,  მაგრამ სამწუხაროდ, დღეისათვის საბერძნეთში მიმდინარე პროცესების გამო,  ამ ორგანიზაციებს  გაუქმების საშიშროება შეექმნათ. გარდა ამისა, პერიოდულად  ხორციელდება სხვადასხვა სამედიცინო აქციები ქართველი ექიმების მონაწილეობით,  თუმცა, ეს აქციები არის ხანმოკლე, დროებითი, მცირემაშტაბიანი და ვიწროპროფილიანი.  ამასთანავე, გვინდა ავღნიშნოთ, რომ არსებობს ნდობისა და ენობრივი  ფაქტორებიც, რომლებიც ხელს უშლიან ქართველ ემიგრანტებს, რომ მიმართონ  უცხოელ მედიცინის მუშაკებს.
 ყოველივე ამის გათვალისწინებით, გთხოვთ, შეიმუშავოთ ქართველი   ემიგრანტებისათვის სამედიცინო მომსახურების გეგმა და სტრატეგია, შეიქმნას  ყველა საჭირო სამედიცინო სპეციალისტით  დაკომპლექტებული  სამედიცინო  კაბინეტი,  რომელიც ფართო მაშტაბითა და ხანგრძლივი დროით მოემსახურება  საბერძნეთში  მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს“. 

 განცხადებას  საბერძნეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტთა  ურთიერთდახმარების ფონდის  წევრების სახელით  ხელს აწერს აღნიშნული ფონდის ხელმძღვანელი - მარინა გელოვანი.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა